1 6 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს NATO-ს წევრობა სურს და რუსეთი ამას ვერ შეაჩერებს - იენს სტოლტენბერგი

საქართველოს ნატოს წევრობა სურს და რუსეთი ამას ვერ შეაჩერებს, ეს მხოლოდ საქართველოს და ალიანსის მოკავშირეების გადასაწყვეტია - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა პარიზის საერთაშორისო უნივერსიტეტის ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, მიუღებელია რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა. ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ნატოს როლი ამ ქვეყნებისადმი სხვადახვა მიმართულებით მხარდაჭერის უზრუნველყოფაა.

"საქართველოს ნატოში გაწევრიანება სურს და რუსეთი ამას ვერ შეაჩერებს. საქართველო გახდება თუ არა ნატოს წევრი - მხოლოდ საქართველოს და ნატოს მოკავშირეების გადასაწყვეტია. რადგან სხვა ყველაფერი სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლებების დარღვევა იქნება. რუსეთის გადასაწყვეტი არაა საქართველომ რა უნდა გააკეთოს.

ეს საქართველოსა და მისი მოკავშირეების განსახილველი საკითხია .თქვენ ხედავთ რა გააკეთა რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. დაარღვია დამოუკიდებელი ქვეყნის - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, რაც მიუღებელია. იგივე მოხდა უკრაინაში, როცა უკანონოდ მოახდინეს ყირიმის ანექსია. ეს არღვევს მშვიდობიანი და სტაბილური მსოფლიოს ფუნდამენტურ პრინციპებს, ნატოს როლი ამ ქვეყნებისადმი შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით მხარდაჭერის უზრუნველყოფაა, იქნება ეს რეფორმებით თუ ტრენინგებით. ამიტომ ორივე ქვეყანაში გვყავს წარმომადგენლობა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გამოვნახოთ სხვადასხვა კონფლიქტის გამოსავალი და პატივი უნდა ვცეთ სუვერენიტეტს,"- აღნიშნავს იენს სტოლტენბერგი.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები