1 6 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დედის წერილი ზაზა სარალიძეს - "გთხოვთ, ნუ დაიყენებთ გვერდით ჩემი შვილის მკვლელების მფარველ პრეზიდენტ მარგველაშვილს"

  რუსთაველის გამზირზე მოკლული ზურა ტარყაშვილის დედა ზაზა სარალიძეს ემოციური წერილით მიმართავს: "გთხოვთ, ნუ დაიყენებთ გვერდით ჩემი შვილის მკვლელების მფარველ პრეზიდენტ მარგველაშვილს"- ნათქვამია წერილში . 

"ბატონო ზაზა, მთელი არსებით გიცხადებთ თანადგომასა და მხარდაჭერას უსამართლობასთან ბრძოლაში. 

მე, რომელსაც 23 წლის შვილი მომიკლეს, კარგად მესმის რას განიცდით და გრძნობთ, როცა ხედავთ, თუ როგორ მფარველობს სისტემა მკვლელებს.

ასე მოხდა ჩემი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიების შემთხვევაშიც.

 

ჩემი შვილის ერთერთი მკვლელი, პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭურია, რომელმაც რუსთაველოს გამზირზე, სხვა მკვლელებთან ერთად მომიკლა ზუკა.

 

მკვლელ გოგოჭურს კი, გიორგი მარგველაშვილი და მისი ოჯახი მფარველობს. ამიტომ, დღემდე დაუსჯელია.

გამოძიება მატყუებს, სისტემა კი მეუბნება რომ არ დასჯის ჩემი შვილის მკვლელს, მინდია გოგოჭურს, რადგან ის პრეზიდენტის სიძეა, მე კი - უბრალო მოქალაქე. 

ბატონო ზაზა, გთხოვთ, ნუ დაიყენებთ გვერდით მკვლელი სიძის მფარველ პრეზიდენტს.
სისტემის ნაწილი მარგველაშვილი, არ არის და არც შეიძლება იყოს გულწრფელი თქვენთან და პროტესტის მქონე ათასობით მოქალაქესთან მაშინ, როდესაც თავად არის მკვლელების მფარველი.

ბატონო ზაზა, სულით და გულით გიჭერთ მხარს ამ უთანასწორო ბრძოლაში და მჯერა რომ ძალიან მალე, თქვენი და ყველა მოკლული შვილის მკვლელები და მათი მფარველები, უმკაცრესად დაისჯებიან. 

ქედს ვიხრი თქვენი გამბედაობის, შეუპოვრობისა და სამართლიანობის წინაშე.  

თამილა კოჭლამაზაშვილი, რუსთაველის გამზირზე მოკლული 23 წლის ზუკა ტარყაშვილის დედა"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები