1 0 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისში დააკავეს ექთანი, რომელმაც150 ლარის სანაცვლოდ, მოქალაქეს კოვიდაცრის ყალბი ბარათი დაუმზადა

ჯგუფურად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულიდან ერთ-ერთი ექთანია:

“თბილისში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექთანმა, რომელიც თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ახდენდა მოქალაქეთა კოვიდვაქცინაციას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად, მოქალაქეს გამოართვა 150 ლარი, რის სანაცვლოდაც, აცრის შესაბამისი პროცედურის განხორციელების გარეშე, დაამზადა კოვიდ-19-ის აცრის ყალბი ბარათი, თითქოსდა მოქალაქე აცრილ იქნა „Pfizer“-ის ვაქცინით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები