0 9 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სასამართლო სისტემაში უვადოდ კიდევ 8 მოსამართლე განმწესდა

სასამართლო სისტემაში უვადოდ კიდევ 8 მოსამართლე განმწესდა. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. 

კენჭისყრა გაიარეს იმ მოსამართლეებმა, რომლებიც სამწლიანი გამოსაცდელი ვადით იმყოფებოდნენ თანამდებობაზე.

უვადოდ გამწესდნენ, შემდეგი მოსამართლეები: ნატრული აკობია - ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განმწესდა 12-ხმით, 2 ის წინააღმდეგ.

ეკა არეშიძე - 14 ხმით უვადოდ განმწესდა თბილისის საქალაქოს სასამართლოში;

გია ბერაია - უვადოდ განმწესდა ახალციხის რაიონულ სასამართლოში, 12 ხმით 2-ის წინააღმდეგ;

13 ხმა ერთის წინააღმდეგ მიიღო, მოსამართლემ ლერი თედორაძემ და ის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განმწესდა;

უვადოდ განმწესდა ასევე მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი, რომელმაც 12 ხმა 2- ის წინააღმდეგ მიიღო. ის ბათუმის საქალაქო სამოქალაქოში განმწესდა;

სალიხ შაინიძემ მიიღო -12 ხმა 2-ის წინააღმდეგ.ის ბათუმის საქალაქო სასამართლოში განმწესდა;

ნატო ხუჯაძემ მიიღო 12-ხმა 2-ის წინააღმდეგ. ის უვადოდ განმწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოში;

მერაბ ჯორბენაძემ მიიღო 13- ხმა 1-ის წინააღმდეგ და ის თბილისის საქალაქო სასმართლოში განმწესდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები