2 3 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისათვის გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა - ივანიშვილის მორიგი დაპირება

ჩვენი - ქართველების ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ამბროლაურში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისათვის კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელებაა საჭირო, ამიტომ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებებს წინ ვერავინ აღუდგეს.

„განვლილმა რამდენიმე წელიწადმა თვალსაჩინო გახადა, რომ რეგიონში მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. შესაბამისად, შესაძლებლობების გაჩენისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისათვის ნებისმიერ დროს უნდა ვიყოთ მზად. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი გახდება ჩვენი ქვეყნის მმართველობის სისტემა და სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს კორელაციაში, რისი ერთადერთი გზაც კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელებაა.

დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აგენტურით გაჯერებული ოპოზიცია ამჯერადაც უარს იტყვის საქართველოს ინტერესების გატარებაზე, გააგრძელებს გარე დავალებების შესრულებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელ ცვლილებებს წინ აღუდგება, სწორედ ამიტომ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებებს წინ ვერავინ აღუდგეს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ არის კიდევ ერთი, საქართველოსთვის და სარწმუნოებისათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის თაობაზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თაობაზე აცნობებენ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები