1 5 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ქოლგა თბილისი ფოტოს“ კვირეული „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა

„ქოლგა თბილისი ფოტოს“ კვირეული წელს უკვე 23-ედ გაიმართა. ხუთი დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა სახელოვნებო სივრცე ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს დაეთმო. კვირეულის გახსნის ცერემონიაზე ფოტოკონკურს „ქოლგა თბილისი ფოტოს“ გამარჯვებულები ტრადიციულად საერთაშორისო ჟიურის წარმომადგენლებმა გამოავლინეს. მეორე წელია, თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით დაარსებული საერთაშორისო ფოტოკონკურსის პარტნიორი, „ვოლვო ქარ საქართველოა“.

ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ვოლვო ქარ საქართველოსთვის“ ხელოვნების სხვადასხვა სფეროს მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. „ქოლგა თბილისი ფოტოსთან“ უკვე მეორე წელია, სწორედ არტისტების გაძლიერების მიზნით ვთანამშრომლობთ. ვფიქრობთ, რომ გასული წლის თანამშრომლობა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ამან განსაზღვრა ის, რომ ფოტოკონკურსის პარტნიორობას წელსაც ვაგრძელებთ. გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ მიზნის მიღწევაში, რასაც „ქოლგა თბილისი ფოტო“ ემსახურება. ფოტოკონკურსზე გამოვავლინეთ ჩვენირჩეულიც - ნინია საბაძე, რომელსაც „ვოლვო ქარ საქართველოს“ სპეციალური პრიზი გადავეცით. მიგვაჩნია, რომ ფოტოგრაფია,ისევე, როგორც ხელოვნების სხვა სფეროები,ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საერთაშორისო რუკაზე წარმოსაჩენად“.

ფოტოკონკურს „ქოლგა თბილისი ფოტოში“ 50-მდე ქვეყნის დაახლოებით 500 ფოტოგრაფიმონაწილეობდა. საერთაშორისო ჟიურიმგამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში დაასახელა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, საუკეთესო კადრი, მობილური ფოტო და კონცეპტუალური ფოტოპროექტი, რომელშიც დაშვებული იყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ნამუშევრების ატვირთვა. ჟიურის შემადგენლობაშიიყვნენ: ამერიკელი ფოტოგრაფები - სტივენ ბენსონი, ჯეფრი ვოლინი, სოლ რობინსი და ჯესიკა ჰაინსი; ქართველი ფოტოგრაფი დინა ოგანოვა და გერმანელი გალერისტი და კურატორი თინა შელჰორნი. საპრიზო ფონდი 6000 დოლარს შეადგენდა.

ბესო ხაინდრავა, „ქოლგა თბილისი ფოტოს“დამფუძნებელი: „ცხადია, ნებისმიერი თანადგომა ძალიან სასარგებლოა ფესტივალის წარმატებით გამართვისთვის. კერძო სექტორის ფინანსური დახმარება მნიშვნელოვნად ზრდის „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ხარისხს და მისი სტატუსის ამაღლებას უწყობს ხელს. ჩვენი ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მისი მონაწილეების შემოქმედების მაქსიმალურად ფართო საზოგადოებისთვის წარდგენაა. შესაბამისად, რაც მეტი მხარდამჭერი ჰყავს მსგავს ფესტივალებს, მით მეტი შესაძლებლობა ჩნდება ამ მიზნების სისრულეში მოსაყვანად“.

„ქოლგა თბილისი ფოტო“, ფოტოკონკურსის გარდა,ადგილობრივ და საერთაშორისო ფოტოგამოფენებს, ლექციებსა და ვორქშოფებსაც მოიცავს. კვირეულისმიზანია თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციადა ახალგაზრდა ფოტოგრაფების განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი და უცხოელიარტისტების დაახლოება, მათთვის გამოცდილების გასაზიარებლად ერთგვარი პლატფორმის შეთავაზება. 

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ საქართველო“ შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური დილერია. კომპანია მომხმარებელს  SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე  შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:53

    როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო ...

    ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...

  • 15:02

    საერთაშორისო შემოქმედებით ფესტივალ AD BLACK SEA-ის...

    თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative ...

  • 15:00

    თიბისის მხარდაჭერით ტარდება, წლის მთავარი ღონისძიე...

    9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...

  • 13:12

    თიბისის მხარდაჭერით ტარდება, წლის მთავარი ღონისძიე...

    9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...

  • 11:32

    „წინ და წინ“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ მასშტაბურ კამპანი...

    წინ და წინ - წარმატებისკენ, მეტი შესაძლებლობების, ზრუნვის, ინოვაციებისა და განვითარებისკენ! - „თეგეტა ჰოლდინგი“ მასშტაბურ კამპანიას იწყებს. „წინ და წინ“ - ამ სახელწოდების ქვეშ...

  • 15:19

    Back2School კვირეული თიბისი კონცეპტთან ერთად...

    თიბისი კონცეპტმა, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 6-დან 11 სექტემბრის ჩათვლით, შერჩეულ ობიექტ...

  • 12:13

    What would it mean to leave tip toe dancing? ან იქ...

    თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე ნინო ჩუბინიშვილის/ჩუბიკას გამოფენას მასპინძლობს სახელწოდებით What would it mean to leave tip toe dancing? ან იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში. გამოფენის ფარგლებში, გი...