შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
|
კაფე-სანაყინე ლუკა პოლარე ის ადგილია, რომელსაც ჯელატოს ნაყინის მოყვარულები უკვე 14 წელიწადია, ზამთარ-ზაფხულ უდიდესი სიამოვნებით სტუმრობენ, არა მხოლოდ ნაყინის, არამედ უგემრიელესი ყავისა და ნამცხვრების დასაგემოვნებლად ან, უბრალოდ, სასიამოვნო ატმოსფეროში დროის გასატარებლად.
გადავწყვიტეთ, ლუკა პოლარეს ფანებისთვის ამ ბლოგით სასიამოვნო სიახლის მაუწყებლები გავმხდარიყავით - თიბისის მხარდაჭერით, ლუკა პოლარე გეგმავს ახალი, იტალიური და გერმანული დანადგარებით აღჭურვილი დიდი საწარმოს აშენებას, სადაც ჯელატოს ხაზის კიდე უფრო მეტი გემოსა და რაოდენობის ნაყინი დამზადდება.
„თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი ჯელატოს საწარმოს ასაშენებლად მიწა უკვე შესყიდული გვაქვს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მშენებლობის დაგეგმვა. ეს იქნება დაახლოებით 1500 კვ. მეტრამდე შენობა, რომლის აშენებასა და გამართვას 2 წელიწადი დასჭირდება და რომელიც დააკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნას. საწარმოში დასაქმდებიან პროფესიონალები, რომლებსაც ამ სფეროში თავად ვამზადებთ ადგილზე,“ - ამბობს კაფე-სანაყინე ლუკა პოლარეს დირექტორი, რატიელ მახარაძე.
ლუკა პოლარეს ისტორია 2008 წელს, თბილისში, 20 კვ.მეტრში განთავსებული 15 სახეობის ჯელატოთი დაიწყო. დაარსების დღიდან, დამფუძნებლებმა მთავარ მიზნად მაღალი ხარისხის ჯელატოს ხაზის ნაყინი წარმოება-გაყიდვა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე, მათ მოთხოვნებზე ორიენტირებულება დაისახეს. სწორედ ეს ორი ფაქტორი მიაჩნიათ დღემდე ლუკა პოლარეს პოპულარობის მიზეზად, რაც უამრავ ერთგულ მომხმარებელზეც აისახება.
დღეისათვის ლუკა პოლარე მომხმარებელს თბილისის, ბათუმის, ქობულეთისა და რუსთავის 20 ფილიალში 100-ზე მეტი დასახელების პროდუქციას სთავაზობს. იტალიური ტექნოლოგიით, ნატურალური რძისგან და ხილისგან დამზადებული, მათ შორის ვეგანური, გლუტენისგან თავისუფალი თუ დიაბეტური ჯელატოს გარდა, მომხმარებელს კაფეს მყუდრო, კომფორტულ სივრცეში უკვე ლუკას საყოველთაოდ ცნობილი ყავის, ჩაის, ცხელი შოკოლადის, ფრეშის, სალათების, სენდვიჩებისა თუ პურ-ფუნთუშეულის მრავალფეროვნებაც ხვდება. ამას ემატება მუდამ კეთილგანწყობილი, მზრუნველი და მეგობრული პერსონალი. ყველაფერი ერთად კი ლუკა პოლარეს საყვარელ კაფე-სანაყინედ აქცევს.
„ჩვენ გვყავს გუნდი, რომლებსაც ჩვენი მომხმარებელი ლუკას მიღმა, ქუჩაში ყოველთვის სიამოვნებით და ღიმილით ესალმებია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, ამიტომ პერსონალის შერჩევას და შემდეგ მათთვისაც სასიამოვნო სამუშაო გარემოს შექმნასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ისინი ქმნიან ლუკა პოლარეს სახელს - გარემოს, განწყობას, სივრცეს, სადაც თავი კომფორტულად უნდა იგრძნო, ანუ ადგილს, სადაც შეიძლება შენი ცხოვრება ცოტა ხნით დააპაუზო, ადგილს, რომელსაც უკვე უამრავი მუდმივი მომხმარებელი ჰყავს. მომხმარებლის სურვილები და მათგან წამოსული უკუკავშირი ჩვენს მუდმივ განვითარებას განაპირობებს. ვცდილობთ, არ გამოგვრჩეს მათი და დროის მოთხოვნები და შესაბამისად, ყოველწლიური სიახლეებით ვამდიდრებთ ჩვენს სივრცეს, იგულისხმება როგორც გემოები, ასევე მომსახურების ფორმალური მხარეებიც,“ - ამბობს ტარიელ მახარაძე.
ახალი საწარმოს მშენებლობის დაგეგმვის პარალელურად, დამფუძნებლები ლუკა პოლარეს სამომავლო ფრენჩაიზინგის გეგმაზეც მუშაობენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ლუკას თავდაპირველ სტრატეგიას - მუდმივი სწრაფვა სიახლეებისკენ და რაც შეიძლება მეტი კმაყოფილი მომხმარებელი ლუკა პოლერეში, ანუ ადგილზე, სადაც შეგიძლია ცხოვრება ცოტა ხნით დააპაუზო!
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...
თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative ...
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...
თიბისიმ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. თიბისის Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლ...
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შე...
ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის ა...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები