შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
|
საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პროექტების, აღმოჩენების მხარდამჭერია. ბანკის გენერალური პარტნიორობით, ოროზმანის საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ოროზმანში, ადრეული ჰომოს (უძველესი ადამიანის) ქვედა ყბის კბილი, მე 4-ე პრემოლარი აღმოაჩინა.
ოროზმანი საქართველოში 1.8 მილიონი წლით დათარიღებული არქეოლოგიური ძეგლია და და ასაკიდან გამომდინარე მსოფლიო მნიშვნელობისაა. ის აფრიკის ფარგლებს გარეთ, დმანისთან ერთად, მსოფლიოში უძველესი ადამიანის ანუ ადრეული ჰომოს გავრცელების კერას წარმოადგენს.
„ოროზმანის ძეგლზე ჰომინიდის კბილის აღმოჩენას ადამიანის ევოლუციისა და უძველესი ჰომინიდების მიერ ევრაზიის კონტინენტის კოლონიზაციის შესწავლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. აღმოჩენის მნიშვნელობიდან გამომდინარე კიდევ უფრო გაიზრდება საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ. ოროზმანი საპატიო ადგილს დაიკავებს მსოფლიო სამეცნიერო რუკაზე. ოროზმანის ექსპედიცია არის ერთერთი საუკეთესო მაგალითი კერძო და სამეცნიერო სექტორის თანამშრომლობის ჩვენს ქვეყანაში. მადლობა ჩვენი ექსპედიციის გენერალურ პარტნიორს“,- განაცხადა ოროზმანის ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, არქეოლოგმა, გიორგი ბიძინაშვილმა.
“მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოსა და მსოფლიოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ აღმოჩენაში, რომელიც დარწმუნებული ვარ, უცხოელ სპეციალისტებისა და მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ძალიან მალე მოექცევა. ოროზმანის ექსპედიცია დიდ სამეცნიერო ინტერესს იწვევს, რადგან უძველესი ადამიანის ახალ კერას წარმოადგენს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სწორედ შარშან, მკვლევარების ჯგუფმა, ოროზმანის არქეოლოგიურ ლოკაციაზე, ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა უკვე გააკეთა. ჩვენ ვართ ამაყები, რომ ვიღებთ მონაწილეობას საქმეში, რომელიც საქართველოს, როგორც ძალიან საინტერესო არქეოლოგიური აღმოჩენების ქვეყანას მსოფლიო რუკაზე მონიშნავს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
ინფორმაციისთვის, ოროზმანის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები 2021 წელს ჩატარდა, რა დროსაც გამოვლინდა ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების (ჰომო ერექტუსების) მიერ დამზადებული ქვის იარაღები, რომლებსაც პრეისტორიული ადამიანი ნადირობისთვის თუ საკვების დასამუშავებლად იყენებდა. ექსპედიციის შედეგად აღმოჩენილია 30-ზე მეტი არტეფაქტი და განამარხებული ცხოველები. 2022 წლის არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება, მიკვლეულია მრავალი სახეობის გადაშენებულ ცხოველთა ნაშთები და უძველესი არტეფაქტები.
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...
თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative ...
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...
თიბისიმ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. თიბისის Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლ...
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შე...
ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის ა...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები