შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
|
HR hub-ის ორგანიზებით 7 ივლისს შატო მუხრანში HR ბიზნესსამიტი 2022 გაიმართა. წელს შეხვედრის მთავარი თემა HR ტრანსფორმაცია იყო.
სამიტის მონაწილეებს „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ადამიანური კაპიტალისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით, ნინო ოხანაშვილმა მიმართა. სამიტის მთავარი თემის, HR ტრანსფორმაციის ფარგლებში, მან თანამშრომლების ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებასა და ამ ერთიანობით გამოწვეულ სიხარულსა და სასიკეთო ცვლილებებზე ისაუბრა. ნინო ოხანაშვილმა „თეგეტა ჰოლდინგის“ ზრუნვის კამპანია და მასში თანამშრომელთა ჩართულობის შედეგები განიხილა. 2022 წლის დადგომამდე კომპანიის თანამშრომლებმა „სეკრეტ სანტას“ ფორმატით საჩუქრები სხვადასხვა ორგანიზაციის 300-ზე მეტ ბენეფიციარს გაუკეთეს.
„დღევანდელ სამყაროში ყველაფერი სწრაფად იცვლება. იცვლება ადამიანების მოლოდინებიც კომპანიის მიმართ. მეტი მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზაციის ღირებულებებს და მათ თანხვედრას პირად ფასეულობებთან. თანამშრომლებს სურთ, ისეთ ჯგუფს ეკუთვნოდნენ, რომელთანაც შეხედულებათა მსგავსება აქვთ. ისინი ითხოვენ, ყოველდღიურ რუტინასთან ერთად, მიეცეთ შესაძლებლობა, დაიხარჯონ რაღაც უფრო დიადისთვის. „თეგეტასთვის“ უაღრესად მნიშვნელოვანია გარემოს შექმნა, სადაც თითოეული თანამშრომელი ყოველდღიურად უკეთესად იცნობს საკუთარ თავს; იჯერებს, რომ მცირე ძალისხმევას შეუძლია ცვლილებები გამოიწვიოს; რწმუნდება, რომ გულით, გუნდურად გაკეთებულ საქმეს ჯადოსნური შედეგები აქვს. ზრუნვის კამპანიაში თანამშრომლები სრულიად ორგანულად ჩაერთნენ და ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ. შედეგად მივიღეთ გულწრფელი სიხარული, მადლიერება და კიდევ უფრო გაკეთილშობილებული ჩვენი წილი სამყარო“, - ნინო ოხანაშვილი, „თეგეტას“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ადამიანური კაპიტალისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით.
ოფიციალურ ნაწილთან ერთად, HR ბიზნესსამიტზე წელს „თეგეტა აკადემიის“ ვორქშოპიც ჩატარდა თემით - „მართე საკუთარი გზა“. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში საინტერესო და სახალისო ტექნიკური აქტივობები, ასევე soft skill და teambuilding თამაშები მოეწყო.
„HR სამიტის მონაწილეებს „თეგეტა აკადემიის“ სივრცეში დროის საინტერესოდ და სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა მივეცით. გვიხარია, რომ დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო და ვორქშოპებს ბევრი მონაწილე დაესწრო. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს მარტივი, პრაქტიკული რჩევები ავტომობილის უსაფრთხო მართვისა და მისი აგებულების შესახებ. მონაწილეებთან ერთად განვიხილეთ საკუთარი თავის მართვის შესაძლებლობებიც“, - გიორგი ცინარიძე, „თეგეტა აკადემიის“ კომერციული მიმართულების ხელმძღვანელი.
HR ბიზნესსამიტი წელს მეხუთედ გაიმართა და მას 500-მდე სტუმარი ესწრებოდა.
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...
თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative ...
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...
თიბისიმ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. თიბისის Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლ...
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შე...
ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის ა...
კომენტარები