თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...
თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...
|
საქართველოს ბანკი „ქართული წიგნის ინსტიტუტთან“ პარტნიორობით პროექტ „იდეათეკების“ განხორციელებას განაგრძობს. საქართველოს 6 სახვადასხვა რეგიონის 9 საჯარო სკოლაში უკვე მოეწყო ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სივრცეები - იდეათეკები. ამ რიცხვს ახლახან ილია ჭავჭავაძის სახელობის, ქალაქ ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლაც შეემატა.
პროექტის მთავარ მიზანს რეგიონების საჯარო სკოლებში, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა სოფლებში, თანამედროვე რესურსებზე წვდომის გაზრდით განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს. იდეათეკები ბიბლიოთეკას, კომპიუტერებს, პროექტორებს და სხვა შემეცნებით ხელსაწყოებს აერთიანებს. სივრცე მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ როგორც გაკვეთილების, ასევე ჯგუფური პრეზენტაციების, ონლაინ შეხვედრების თუ სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად გამოიყენება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის, ქალაქ ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლის 170-ზე მეტ მოსწავლეს უკვე აქვს წვდომა აღნიშნულ საგანმანათლებლო რესურსზე. მათ შორის, 2,000-ზე მეტი წიგნზე, რაც მოიცავს უცხო ენებზე ადაპტირებულ, ქართულ და მსოფლიო ლიტერატურას, ენციკლოპედიებს, კომიქსებს და სხვა.
„მესამე წელია, საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „იდეათეკების“ პროექტს ახორციელებს. შედეგად, 4,600-მდე მოსწავლე უკვე აქტიურად იყენებს თვითგანვითარებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საგანმანათლებლო რესურსს. ამჯერად მორიგი იდეათეკა ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლაში გავხსენით. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ პროექტის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ განათლებას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ საზღვრისპირა სოფლებში. 2022 წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 5 იდეათეკის გახსნას ვგეგმავთ, რათა უფრო მეტ მოსწავლეს მიუწვდებოდეს ხელი ხარისხიანი განათლებისთვის საჭირო რესურსზე. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ამ და სხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რათა მეტმა ახალგაზრდამ შეძლოს განვითარება და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება, რათ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდისთვის გახდეს შემეცნებითი პროცესი სასიამოვნო და მრავალფეროვანი “, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა „იდეათეკების“ პროექტის განხორციელება 2019 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში იდეათეკები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 9 საჯარო სკოლაში (ფოთი, ოზურგეთი, ამბროლაური, ნიქოზი, დიცი, ხურვალეთი, ახალქალაქი, დუისი, თბილისი) უკვე მოეწყო. 4,600-მდე მოსწავლე აქტიურად იყენებს იდეათეკის სივრცეებს და იქ განთავსებულ რესურსებს, როგორიცაა ინტერნეტი, კომპიუტერები, პროექტორები, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა თუ სხვა შემეცნებითი ხელსაწყოები.
თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...
თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...
თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative ...
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები