თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...
თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...
|
მცირე რესურსით, თუმცა დიდი მიზნისთვის წლების წინ დაწყებული საქმე, დღეს წარმატებულ საწარმოდ იქცა და 26 ძლიერი ქალი გააერთიანა. ერთი შეხედვით ამბიციურ განაცხადს, საფუძველი თავიდანვე მკვეთრად გამოხატული ჰქონდა - შექმნილიყო სამკერვალო, რომელიც ლიდერი ქალების სამჭედლოდ იქცეოდა. ასეც მოხდა. სოციალური საწარმო „ლიდერი“ დღეს, შიდა ქართლში მცხოვრები, სოციალურად მოწყვლადი ქალების გადამზადებასა და დასაქმებაზე ზრუნავს. როგორც „ლიდერის“ დამფუძნებელი, ნინო გიორგაძე გვიყვება, პრიორიტეტი თავიდანვე ქალების მხარდაჭერა და გაძლიერება იყო.
„ჩვენი საწარმო ქალაქ გორში მდებარეობს. ვაწარმოებთ ბავშვის სამოსს, უნიფორმებს, ვიღებთ კორპორატიულ შეკვეთებს. ვინც ჩვენთან მოდის, 3 თვის ვადაში ვასწავლით პროფესიას - ჭრა-კერვას, კონსტრუირებას, დიზაინს ან სოციალურ მედია მენეჯმენტს. შემდეგ პირდაპირ ვასაქმებთ ჩვენთან. სამკერვალოში მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სოციალურად დაუცველები, ძალადობის მსხვერპლები, დევნილები, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები, რომელთა სოციალური მდგომარება საკმაოდ მძიმეა. მოკლედ, იმ ქალებს ვაძლიერებთ, ვისაც ჩვენი გვერდში დგომა და დახმარება სჭირდებათ. ახლაც შეგვიძლია 2 მსურველი მივიღოთ, გადავამზადოთ და შემდეგ დავასაქმოთ ჩვენს საწარმოში“ - ნინო გიორგაძე, "ლიდერის“ დამფუძნებელი.
საწარმომ წელს ახალი სოციალური მიზანი დაისახა. ტექსტილის გადამუშავება, ნულოვან ნარჩენებამდე დაყვანა და სრულად გამოყენება, არამხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა საწარმოებიდანაც. შედეგად იქმნება ახალი პროდუქტი - ბალიშები, შინაური ცხოველებისთვის სათავსოები, სამოსი ან აქსესუარები.
„წელს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკვეთრად გავზარდეთ წარმადობა. ბევრი ადამიანი დავასაქმეთ, და ახალი სოციალური მიზანიც სწორედ ამიტომ დავიმატეთ, თუმცა ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო ავითვისოთ ადგილობრივი ბაზარი, გავიდეთ ექსპორტზე და გავაფართოვოთ ჩვენი სოციალური მისია და გეოგრაფიული არეალიც, მოვიცვათ მეზობელი მუნიციპალიტეტები დავეხმაროთ ქალებს და გავაძლიეროთ ისინი იმიტომ, რომ ძლიერი ქალი ნიშნავს ძლიერ ეკონომიკას და უფრო ძლიერ რეგიონს. გვინდა, გავაფართოვოთ წარმოება და გაზრდილი შემოსავლით ჩვენი სოციალური მიზნები გავზარდოთ“ - ნინო გიორგაძე, "ლიდერის“ დამფუძნებელი
მიზნების მისაღწევად მარტო ბრძოლა აღარ მოუწევთ. პატარა სოციალური საწარმო, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას დაუმეგობრდა. „ლიდერი“ „თეგეტა ჰოლდინგის“ მასშტაბურ კამპანიაში ჩაერთო, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციებს ერთ პლატფორმაზე www.tegetacare.ge აერთიანებს და ყველა მსურველს თანაბრად აძლევს საშუალებას საკუთარი წვლილი მწვავე პრობლემების მოგვარებაში შეიტანოს.
გარდა ამისა „თეგეტა“ „ლიდერის“ თანამშრომლების განვითარებაზეც იზრუნებს.
„ ჩვენ რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით მივიღეთ მონაწილეობა „იზრუნეს“ კამპანიაში, რომელიც გულისხმობს ჩვენთან დასაქმებული ქალებისთვის დამატებით საკერავი მანქანების შეძენას, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიქმნება კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი ჩვენს საწარმოში. გარდა ამისა, თეგეტამ თანამშრომელთა გადამზადებისათვის ტრენინგებიც შემოგვთავაზა. მათი გამოცდილების და ცოდნის გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლებისთვის. ჩვენს საჭიროებებზე მორგებული კურსი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან დეტალს გულისხმობს და ძალიან დაგვეხმარება მიზნების მიღწევაში განვითარებაში, წინსვლაში და მომხმარებელთან სწორ და ეფექტურ კომუნიკაციაში. სოციალური მიზანიც ასეთი დიდი კომპანიების პატარა კომპანიებთან თანამშრომლობით ძალიან ეფექტურად მიიღწევა“- ნინო გიორგაძე, "ლიდერის“ დამფუძნებელი.
თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...
თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...
თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative ...
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები