1 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ირაკლი კობახიძე დეოლიგარქიზაციის კანონზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ასევე, ბიზნესმენ დავითკეზერაშვილის ინტერესია, ძალაუფლება ოლიგარქებმა დაიბრუნონ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანას ნამდვილად სჭირდება დეოლიგარქიზაცია.

„გამოჩნდა, რომ სინამდვილეში, ეს ადამიანები არიან დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგი, მათი პირდაპირი სუბიექტური ინტერესია, რომ ძალაუფლება ოლიგარქებმა დაიბრუნონ. ხომ იცით ვინ არიან ესენი? - სააკაშვილი, კეზერაშვილი და სხვები. ეს არის მათი პოლიტიკური ინტერესი. აქედან გამომდინარე, არ დაუჭირეს მათ მხარი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს. ჩვენ ამ კანონპროექტის განხილვას და მიღებას გავაგრძელებთ გამომდინარე იქიდან, რომ მიგვაჩნია, დეოლიგარქიზაცია ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ იმ ოლიგარქებმა, რომელმაც ხალხის ხარჯზე მიიღეს სისხლიანი ფული, მილიონები და მილიარდები, არ დაიბრუნონ საქართველოში ძალაუფლება, ქვეყანას ნამდვილად სჭირდება დეოლიგარქიზაცია“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, მოლდოველებიც უკრაინული კანონის კოპირებას გეგმავენ.

„რაც შეეხება მოლდოვას, ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, უმაღლეს დონეზე მიღებული პირადი კომუნიკაციის საფუძველზე. ვიცით, რომ ისინი ასევე, გეგმავენ უკრაინული კანონის მოლდოვაში გადატანას, ეს არის ინფორმაცია, რაც გვაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ოლიგარქის ცნება არის უნივერსალური, ოლიგარქი ვერ იქნება სხვა უკრაინაში და სხვა საქართველოში, ოლიგარქი არის ოლიგარქი. შესაბამისად, დეფინიცია არის უნივერსალური. აქედან ამომდინარე, ის დეფინიცია, რომელიც უკრაინაში არის მიღებული, საქართველოსთვისაც რელევანტური იქნება. სწორედ ამ ლოგიკის მიხედვით, ჩვენც გადმოვიტანეთ უკრაინული კანონი და ასევე, მოლდოველები გეგმავენ უკრაინული კანონის კოპირებას. შესაბამისად, აქ ძალიან მარტივი ლოგიკაა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ვართ დეოლიგარქიზაციის და იმის მომხრე, რომ ოლიგარქებმა ძალაუფლება არ დაიბრუნონ. ბოროტად იყენებდნენ 9 წლის განმავლობაში. ოპოზიციას პირიქით, აქვს სუბიექტური ინტერესი, რომ სწორედ ოლიგარქები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ამას ჩვენ პირველ რიგში, პოლიტიკურად არ დავუშვებთ, მაგრამ ეს კანონი ამ ყველაფერს დაეხმარება“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა 80-ხმით 9-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით - “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი მიიღო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები