2 3 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„კორტზე რომ მიასვენეს, დამშვიდობებისას მამამ მარიტას უთხრა, შვილო, რამდენი შრომა გვაქვს ჩადებული ამ კორტზეო...“

ვაკის პარკის შადრევანში ტრაგიკულად გარდაცვლილი 13 წლის ჩოგბურთელი გოგონას, მარიტა მეფარიშვილს ჰყავდა მეწყვილე, ნიტა სხილაძე. მისი დედა, შორენა კატაშვილი ჟურნალ „სარკეს“ მარიტას შესახებ ესაუბრა და აღნიშნა:

„მარიტა ძალიან თბილი, მოსიყვარულე, მხიარული, სიცოცხლით სავსე, არაამბიციური, უბრალო, ენერგიული და საოცრად პოზიტიური გოგონა იყო. ამხელა გამოცდილების მიუხედავად, ძალიან ბავშვური…

მამამისს 24 საათი კორტზე ჰყავდა. კორტზე რომ მიასვენეს, დამშვიდობებისას მამამ მარიტას უთხრა, შვილო, რამდენი შრომა გვაქვს ჩადებული ამ კორტზეო… სკოლის მერე ორივე შვილი მიჰყავდა იქ და ავარჯიშებდა. მარიტას და მასზე ერთი წლით უფროსია. არაჩვეულებრივი მამა-შვილობა ჰქონდათ“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები