1 2 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მასწავლებელმა ორსულობის გამო შვებულება ითხოვა, მას უთხრეს, რომ სამსახურში აღარ მისულიყო - ომბუდსმენი

სახალხო დამცველის განცხადებით, კერძო სკოლა "აიბი მთიებმა" მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულება იმის გამო გაწყვიტა, რომ მან ორსულობის და მასთან დაკავშირებული საჭიროებების გამო შვებულება ითხოვა. 

ისტორიის მასწავლებელს მიმართვიდან რამდენიმე დღეში აცნობეს, რომ სამსახურში აღარ გამოცხადებულიყო. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად კი განმცხადებელს მისი სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით მოსწავლეთა მშობლების უკმაყოფილება დაუსახელეს.

"მხარეთა პოზიციებისა და სამართლებრივი სტანდარტების ანალიზის საფუძველზე, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა იმ მომენტიდან, როდესაც განმცხადებელმა, სკოლის წარმომადგენლის მითითებისამებრ, შეწყვიტა გაკვეთილების ჩატარების მიზნით სკოლაში გამოცხადება; ხოლო, შრომითი ურთიერთობის დროებით შეჩერების საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ მას შემდეგ დადგა, რაც განმცხადებელმა საკითხის შესწავლის შესახებ განცხადებით მიმართა სახალხო დამცველს.

ჩნდება ეჭვი, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების შეცვლა დროებით შეჩერების გადაწყვეტილებადდისკრიმინაციული მოპყრობის შენიღბვასა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობას ემსახურება. ამასთან, ორსულ ქალთა დისკრიმინაციული საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლების მომეტებული რისკის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა საეჭვოდ მიიჩნია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროში თანხვედრა განმცხადებლის ორსულობის ფაქტთან"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები