0 9 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ავღანეთში მყოფი საქართველოს 6 მოქალაქე ქვეყანაში უნგრული ბორტით დაბრუნდა

ავღანეთში მყოფი 6 ქართველი კონტრაქტორი ავღანეთიდან თბილისში უნგრული ბორტით დაბრუნდ. ჩამოფრინდა. დანარჩენი 16 მოქალაქე ქაბულში რჩება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მუშაობენ დარჩენილების გამოსაყვანად.

“გრძელდება აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით საქართველოდან თვითმფრინავის გაგზავნაზე, თუმცა როგორც ცნობილია, კოალიციის გადაწყვეტილებით ქაბულის აეროპორტში სამხედრო ხომალდების გარდა სხვა ტიპის საჰაერო ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდა და მას შემდეგ რაც დაშვებული იქნება შესაბამისი ნებართვა, მოხდება ბორტის გამგზავრება”, – აცხადებენ სამინისტროში.

ცნობისთვის, თალიბანმა ავღანეთის პრეზიდენტის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ შეძლო ქაბულის დაკავება. ის აკონტროლებს ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტსაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები