2 3 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ნესვი და საზამთრო, ძირითადად გამოიყენება დაბინძურებული მიწის გასაწმენდად" - სპეციალისტების სკანდალური განცხადება

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საზამთროსა და ნესვში აღმოჩენილი ნიტრიტები და ნიტრატები დაშვებულ ნორმას 3-4-ჯერ აღემატება, – ამის შესახებ ეკოტოქსიკოლოგმა ხათუნა ახალაიამ განაცხადა.ხათუნა ახალაია მომხმარებლებს ურჩევს, სეზონური ხილი ხარისხის კონტროლირებად მაღაზიებში შეიძინონ და თავი აარიდონ მის ქუჩაში ან ღია ბაზრობებზე ყიდვას.

ამასთან, მიიჩნევს, რომ ფერმერულმა მეურნეობებმა თავად უნდა იმუშაონ ხარისხის გაუმჯობესებაზე, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან უნდა გამკაცრდეს ფიტოსანიტარული და სანიტარული ნორმები.

„ბაღჩეული კულტურები, როგორიც არის ნესვი და საზამთრო, ძირითადად გამოიყენება დაბინძურებული მიწის გასაწმენდად. ძალიან მარტივად ითვისებს აბსოლუტურაად ყველაფერს  ნიადაგიდან. შესაბამისად, ნიადაგის აგროტექნოლოგიური დამუშავებისას, მინერალური სასუქების არასწორი გამოყენების დროს, ის აბსოლიტურად ღრუბელივით ისრუტავს ზედმეტ ჭარბ მინერალურ სასუქებს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნებელია“, – განაცხადა ხათუნა ახალაიამ.

მისივე თქმით, როდესაც ადამიანი ნიტრიტებით გაჯერებულ პროდუქციას იღებს, მისი ჟანგბადი ნიტრიტებით იცვლება, რაც ანემიასა და იმუნური სიტემის დაქვეითებას იწვევს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა დღეს აღნიშნა, რომ საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობაზე ჯერჯერობით დარღვევა არ დაფიქსირებულა.


1tv.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები