0 0 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას სათანადო რეაგირება მოახდინოს … - პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახსნილ საარჩევნო უბნებს ეხმაურება და ფაქტს გმობს:

"ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ეს კიდევ ერთხელ უხეშად ლახავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს.

 

დღეს, როცა კვლავ ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის ამ უკანონო და ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახავ ქმედებებზე.

 

აღნიშნული საკითხი საქართველოს პრეზიდენტმა იენს სტოლტენბერგთან დღეს ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას დააყენა და კიდევ ერთხელ დაგმო",-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები