1 0 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

“ტვ პირველის” ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდასხმისთვის ერთი პირი დააკავეს

“ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“1967 წელს დაბადებული გ.ა. მიმდინარე წლის 30 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს დაუპირისპირდა, მათ შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ შეუშალა ხელი“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ძალადობისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე და 154-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები