1 2 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სამადაშვილი ოცნებას: რას უკრავთ ტაშს? 30-ზე მეტი ადამიანი რომ დაგვეღუპა შოვში?

"დღევანდელი ინტერპელაცია ისეთ საკითხს შეეხება, სადაც მე მგონი, თითოეულ ადამიანს, მიუხედავად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა, უნდა, რომ დღეს ჩვენ მოვისმინოთ ამ დარბაზში, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააკეთა ყველაფერი, რომ ჩვენ არ გვქონოდა ის ტრაგედია, რაც გვქონდა, ამიტომ გისმენდით მე ძალიან დიდი ყურადღებით, იმედი მქონდა, რომ მოვისმენდი, რომ მართლაც შეუძლებელი იყო თუნდაც 1 ბავშვის, ერთი ადამიანის გადარჩენა. მაგრამ, რაც გამიკვირდა თქვენი გამოსვლის ტონალობაშიც და უმრავლესობას უნდა მივმართო, თქვენ ტაშშიც - რას უკრავთ ტაშს? რას უკრავთ ტაშს, რომ 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა? როდესაც გვესაუბრებით, რომ კლიმატური ცვლილებების ბრალია ეს ტრაგედია ასეთი ტრაგედიები კიდევ იქნება, მე იცით რისი მოსმენა მაინტერესებს, რის გაკეთებას აპირებთ მომავალში და რა შეიძლებოდა სხვანაირად გაკეთებულიყო, რომ ჩვენ დანაწევრებული ბავშვები ცოცხლად არ ამოგვყავდეს მიწიდან. რისი გაკეთება შეიძლებოდა ამისთვის, ამას უნდა გვიყვებოდეთ აქ და საკუთარ თავს კი არ უნდა ულოცავდეთ, რომ ყველაფერი გააკეთეთ, რაც შეიძლებოდა, იმიტომ რომ არ არის ყველაფერი გაკეთებული"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები