2 1 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

პირბადეების კორუფციული სკანდალის შემდეგ, შს მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე თანამდებობას ტოვებს

აიტივი.ჯიმ გაარკვია რომ შს მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე თანამდებობას ტოვებს. ის თანამშრომელთა ნაწილს უკვე დაემშვიდობა. 

კახა საბანაძე სისხლიან ჯალათად წოდებულ გიორგი გახარიას კადრად ითვლება, მისი მოხსნა კი, ფაქტობრივად, გომელაურ-გახარიას დაპირისპირების ახალ ფაზაში გადასვლას მოასწავებს. 

შეგახსენებთ რომ ცოტა ხნის წინ, თანამდებობა დატოვა კახა საბანაძის მამამ, ონის მერმა ემზარ საბანაძემ. 

ახლა კი, როგორც ჩანს, მისი ჯერია. 

შსს-ს, ჯერჯერობით, საბანაძის მოსალოდნელი გადადგომის თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

თუმცა, სავარაუდოდ, საბანაძის მოსალოდნელი წასვლა, სრულიად გამოუსადეგარი პირბადეების კორუფციულ სკანდალს უკავშირდება, რომლის შეკერვა, ეკონომიკის სამინისტრომ, მისი მფარველობის ქვეშ მყოფ კომპანიას დაუკვეთა და ამის სანაცვლოდ, 570,000 ლარსაც უხდიდა, თუმცა, ხმაურის შემდეგ, კონტრაქტი გააუქმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები