ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის მარჯანიშვი...
ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის მარჯანიშვილის თეატრიდან წასვლის შემდეგ, მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე წყვეტს თანამშრომლობას მარჯანიშვილის თეატრთან, ამის შესახებ იგი წერს თავის ფე...
|
ოზურგეთში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობა გაიხსნა. წარმომადგენლობა დასავლეთ რეგიონის მასშტაბით იმუშავებს და გურიის სამივე მუნიციპალიტეტს მოიცავს.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ დაკულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ოზურგეთში რეაბილიტირებული ფოლკლორის რეგიონული ცენტრი საზეიმოდ გახსნეს.
საზეიმო გახსნაზე ასევე მიწვეულნი იყვნენ მთავრობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ფოლკლორში მოღვაწე ცნობილი ადამიანები და მედია. კულტურის მინისტრი ოზურგეთში გახსნილ რეაბილიტირებულ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ფოლკლორის ცენტრს დარგის განვითარების უნიკალურ საშუალებად მიიჩნევს.
"ოზურგეთში გაიხსნა უნიკალური ფოლკლორის ცენტრი, რომელიც იქნება დასავლეთ საქართველოში ფოლკლორის განვითარებისთვის საუკეთესო შესაძლებლობა. ცენტრში განთავსებულია საკონცერტო დარბაზი საგამოფენო სივრცეები, აღჭურვილია ხმის ჩამწერი სტუდიებით, ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა დასავლეთ საქართველოში ჩავატაროთ საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალები", - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის, გიორგი დონაძის განცხადებით, ოზურგეთში გახსნილი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ფოლკლორის ყველა დარგს მთლიანად დასავლეთ საქართველოში მოემსახურება. "ოზურგეთში გავხსენით სააქართველოს ფოლკლორის ცენტრის დასავლეთ საქართველოს რეგიონული წარმომადგენლობა. ეს ინსტიტუცია მოემსახურება ფოლკლორის ყველა დარგს და მთლიანად დასავლეთ საქართველოში და ფოლკლორის მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გააქტიურდება", - აღნიშნა გიორგი დონაძემ.
ცენტრი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის აღმავლობის, ქართული ფოლკლორის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მიზნით გაიხსნა. გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლებმა: "შემოქმედმა", "შვიდკაცამ“, "ბასიანმა", ადგილობრივმა ტრიომ "შალვა ჩემო" და მგალობელთა გუნდმა, სალოტბარო სკოლის ჯგუფებმა ოზურგეთიდან, მესტიიდან და ონიდან.
„ქართული სიმღერა უნიკალურია მთელს მსოფლიოში, თავისი მრავალხმიანობითა და ტრადიციული საგალობლებით. თავის მხრივ, კიდევ უფრო გამორჩეულია გურია. სწორედ გურიაშია ყველაზე კარგად შემორჩენილი საგალობლების ცოცხლად შესრულების ტრადიცია, ამიტომაც ის უნიკალურია თავისი პოლიფონიურობით. გარდა ამისა, გურია დასავლეთ საქართველოს გულია, ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა სწორედ გურიაში გახსნილიყო. ამასთან, ოზურგეთი დასავლეთ საქართველოს სალოტბარო სკოლებისათვის მთავარი საკომუნიკაციო ცენტრი გახდება. ვიმედოვნებთ, რომ გამოფენები და კონცერტები თბილისიდან ოზურგეთში გადაინაცვლებს და ამით ცენტრი უფრო გამოაცოცხლებს დასავლეთ საქართველოს რეგიონს. გარდა ამისა, 2019 წელს, შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის ძირითადი კონცერტები სწორედ ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გაიმართება. დიდი სურვილი მაქვს, აქვე მოეწყოს სამეცნიერო კონფერენციები, მოვიწვიოთ უცხოელი სპეციალისტები, მათაც გაგვიზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება“ - მიაჩნია დონაძეს.
აღმავლობის კერა, ასევე, ტურისტული ლოკაცია და ოზურგეთის ღირსშესანიშნაობა - "ფოლკლორული ქალაქი" გახდება, რადგან ქართული ფოლკლორი ის მყარი საფუძველია, რაზეც მთლიანად ქართული კულტურაა დაშენებული და რეალურ იდენტობას ინახავს. ცენტრის გახსნის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ახალი თაობის ფოლკლორით დაინტერესება, მათთვის დაგროვილი ცოდნის გადაცემა და გაზიარება. შესაბამისად, ცენტრი ხელმისაწვდომია რეგიონის ბავშვებისთვის.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა. „შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. განხორციელდა შიდა ინტერიერისა და გარე ფასადის სრულად რეაბილიტაცია: შენობის გადახურვა, ფასადის მოპირკეთება, განახლდა შენობის ინფრასტრუქტურა და კეთილმოეწყო ეზო,” - აღნიშნა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ჯუანშერ ბურჭულაძემ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შენობა აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკითა და ყველა საჭირო ინვენტარით. შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 1,5 მილიონი ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. 1300 კვადრატულ მეტრზე, რომელიც 4 სართულს მოიცავს, განთავსდა თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ხმის ჩამწერი სტუდია, არქივი, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზები, სალოტბარო სკოლა და ადმინისტრაცია. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის მარჯანიშვილის თეატრიდან წასვლის შემდეგ, მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე წყვეტს თანამშრომლობას მარჯანიშვილის თეატრთან, ამის შესახებ იგი წერს თავის ფე...
ხატვა გრძნობების, აღქმულისა და აღსაქმელის, გარესამყაროს საკუთარი ფანტაზიით გადმოცემის საშუალებაა, ნიჭია, რომელიც ყველას არ აქვს. მხატვარ დავით მურაჩაშვილის შემოქმედების ხილვისას ერთი აზრი გებადება...
პიანისტი, გიორგი გიგაშვილი, რომელიც რუბინშტეინის კონკურსის ფინალში გავიდა, სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას ჟიურის საბოლოო შედეგებს უზიარებს და წერს, რომ მეორე ადგილზე გავიდა. გიორგი გიგაშვილი ...
თამარ მაყაშვილის სკადანლი - ბათუმის დრამატულმა თეატრმა მსახიობი რეპერტუარიდან მოხსნა. ამის შესახებ თეატრის განცხადებაშია ნათქვამი:„ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატუ...
ცნობილია, რომ რუსეთ - უკრაინის ომს მომღერალი დღემდე აპროტესტებს. მიუხედავად იმისა, რომ ის მომღერლად და წარმატებულ ხელოვანად რუსეთში ჩამოყალიბა და რუსი ხალხისგან სიყვარულითაა დავალებული, რუსულ პოლიტიკ...
დიდი ქართველი კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე ასი წლის წინ, 1921 წლის 10 ივლისს, ქუთაისის სოფელ ბაღდათში დაიბადა. მისი დაბადებიდან 100 წლისთავს კი ბარიტონი დავით ღვინიანიძე ფილადელფიაში " დავით ღვინიანიძის ხ...
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ფინალურ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა. პირველ წრეში ბექაური პოლონელ კუჩერას შეხვდა და მოწინ...
დეკემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები