0 0 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"საკმაოდ დაგვიანებით მოხდა უშუალოდ ფარცხალაძის დაკითხვა"

ჩამოტვირთვა

საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი მიჩნევს, რომ საქართველოს მთავარ აუდიტორზე, ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტის გამოძიებისთვის პროკურატურას გონივრული ვადა უნდა მიეცეს.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე პროკურატურამ დაგვიანებით დაკითხა.

„შენიშვნები, რა თქმა უნდა, გვქონდა, თუნდაც ის, რომ საკმაოდ დაგვიანებით მოხდა უშუალოდ ფარცხალაძის დაკითხვა, რამდენიმე დღის შემდეგ, მაშინ, როდესაც დაზარალებული პირდაპირ მიუთითებდა მის გვარს და ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვისი დაკითხვაც უნდა მომხდარიყო,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მისი აზრით, თუ პროკურატურა შეკითხვებს პასუხს უახლოეს მომავალში არ გასცემს, მაშინ ალტერნატიული საგამოძიებო ფორმატი გახდება საჭირო და ეს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაც შეიძლება იყოს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები