თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
|
განათლება, ახალი თაობა, ტექნოლოგიები, თანამედროვე პროფესიები
მას შემდეგ რაც თიბისის ტექნოლოგიური განათლების პროგრამა, ზაფხულში, საქართველოს 11 რეგიონიდან 600-მა უფროსკლასელმა წარმატებით დაასრულა, თიბისის გუნდი ახალი და უფრო მასშტაბური კურსების დაწყებას აანონსებს.
დღეს, ტექნოლოგიები ცვლის მსოფლიოს და ახალ რეალობაში გადაჰყავს ადამიანი. ტექნოლოგიების სათანადო ცოდნა არის გზა ახალი შესაძლებლობების სამყაროში. სწორედ ამიტომ თიბისი ყველა მე-10 და მე-11 კლასელს აძლევს შესაძლებლობას დაეუფლოს ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს, მიიღოს ხარისხიანი ცოდნა მომავლის პროფესიებზე და მოიპოვოს სრული დაფინანსება ტექნოლოგიების შემსწავლელ 9 ონლაინ კურსზე.
„თიბისი ყოველთვის უჭერდა მხარს განათლების ხელმისაწვდომობას, სხვადასხვა პროექტების მეშვეობით. 2023 წელს, ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა, თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად ვაქციეთ. განათლების პროგრამის პირველმა ეტაპმა, ახალი თაობის წარმომადგენლების დიდი ინტერესი გამოავლინა ციფრული ტექნოლოგიებისა და მომავლის პროფესიების შესწავლის მიმართ. სწორედ ამიტომ, კურსების არჩევანი, კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადეთ“- ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების ლიდერი.
გაეცანით და აარჩიეთ თიბისის განათლების პროგრამის კურსები:
· ვებგვერდების აწყობა (Front End: HTML; CSS) - კურსის განმავლობაში გაეცნობი იმ პროგრამულ ინსტრუმენტებს (HTML,CSS), რომლის გამოყენებითაც შეძლებ ვებგვერდის აწყობას და შეისწავლი ამ პროცესს. პრაქტიკული კურსის ბოლოს, იმუშავებ ფინალურ პროექტზე და დამოუკიდებლად შექმნი ვებგვერდს.
· ვებგვერდების პროგრამირება (Back End: Python) - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენის, Python-ის საწყისების შემსწავლელი, პრაქტიკული კურსია, სადაც ისწავლი ვებგვერდის Backend-ის ნაწილის აწყობას და თავადაც შექმნი ვებგვერდს.
· მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) შექმნა - კურსის მიზანია, ახალ თაობას შევძინოთ ის ცოდნა და უნარები, რომელიც მოლაპარაკე პროგრამების შესაქმნელადაა საჭირო. ფინალურ ეტაპზე მონაწილეები დამოუკიდებლად შექმნიან ჩატბოტს.
· კომპიუტერული თამაშების შექმნა - კურსის განმავლობაში გაეცნობი თამაშების შესაქმნელ გარემოს - love2D, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია 2D თამაშების შექმნა. ისწავლი თამაშის სცენარის შემუშავებას და მის პირველად ტესტირებას. თამაშის დაპროგრამებას, კი პროგრამული ენის - lua-ს საშუალებით შეძლებ.
· მობილური აპლიკაციების შექმნა (App Inventor) - ამ კურსის ფარგლებში, ისწავლი როგორც პროგრამირების საწყისებს, ასევე სხვადასხვა მობილური მოწყობილების მუშაობის ძირითად პრინციპებს. კურსის დასრულების შემდეგ, თავად შექმნი მობილურ აპლიკაციას Android მოწყობილობისათვის.
· ციფრული კომუნიკაცია - ამ კურსზე სწავლისას გაეცნობი სოციალურ მედიასთან და ზოგადად ინტერნეტ კულტურასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს. კურსი პრაქტიკული ხასიათისაა ფინალურ პროექტზე მუშაობისას, დამოუკიდებლად დაგეგმავ და განახორციელებ ონლაინ კამპანიას.
· ვიზუალური კომუნიკაცია (ვიდეოგრაფია; ფოტოგრაფია) - გაეცნობი სხვადასხვა ვიდეო-სამონტაჟო პროგრამებს, როგორიცაა მაგალითად Adobe Express, Lightroom, CapCut და ა.შ. კურსი პრაქტიკული ხასიათისაა. ფინალურ პროექტზე მუშაობისას, დამოუკიდებლად დაგეგმავ და განახორციელებ ფოტო/ვიდეო გადაღებას და თავად მოჰყვები ამბავს გამოსახულების საშუალებით.
· გრაფიკული დიზაინი - ამ კურსზე ისწავლი და პრაქტიკაში გამოიყენებ Adobe-ს შედარებით ახალ პროდუქტს - Adobe Express. კურსის ბოლოს, ფინალურ პროექტზე მუშაობისას, თავად შექმნი გრაფიკული დიზაინის პროდუქტებს.
· UI/UX დიზაინი - ისწავლი UI/UX დიზაინის პრინციპებს და იმუშავებ Figma-ს გარემოში. კურსი პრაქტიკული ხასიათისაა. კურსის ბოლოს, ფინალურ პროექტზე მუშაობისას, თავად შეიმუშავებ ვებგვერდის დიზაინს.
თიბისის განათლების პროექტი ხორციელდება ჯეოლაბის და USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამასთან პარტნიორობით.
კურსები სრულად ფინანსდება თიბისის მიერ.
კურსებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 11-დან 19 სექტემბრის ჩათვლით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად და სასურველ კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.tbceducation.ge
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია იქნება, რომელიც რაგბი ევროპის ჩე...
· მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა · &...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები