1 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ZEG - Tbilisi Storytelling Festival

 

8 ივნისს, 18:00 საათზე სტარტს აიღებს ZEG Tbilisi Storytelling Festival-ი - რეგიონში პირველი, ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც Impact Hub Tbilisi-მა და Coda Story-მ 2019 წელს დააარსეს.

ცერემონიალის გახსნის პირველ, პანელურ დისკუსიაზე არაერთი ცნობილი ფილმის რეჟისორი და სცენარისტი, სატირიკოსი არმანდო იანუჩი, Ukrainska Pravda-ს მთავარი რედაქტორი სევგილ მუსაიევა და მონაცემთა ანალიტიკოსი კრისტოფერ ვაილი იმსჯელებენ თემაზე - რა ცვლის დღევანდელ სამყაროს და საით მიდის მსოფლიო. პანელს მოდერაციას გაუწევს Coda Story-ს თანადამფუძნებელი, ჟურნალისტი ნატალია ანთელავა.

ფესტივალის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, მოუსმინონ ინტერვიუს ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთან გიორგი გიგაშვილთან, რომელსაც ჟურნალისტი და ასევე მუსიკოსი ნადია ბერდი გაუძღვება. გახსნის ღონისძიება გიორგი გიგაშვილის მუსიკალური შესრულებით დასრულდება.

ZEG Tbilisi Storytelling Festival-ი 10 ივნისამდე გაგრძელდება და მოიცავს პანელურ დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებას, ვორქშოპებს, ქალაქის ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს. ფესტივალის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ ამბის თხრობის/გადმოცემის როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ მეთოდებს და მიიღონ ინსპირაცია საკუთარი საქმიანობისთვის.

ფესტივალი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, რომლებიც ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხებს გაგვიზიარებენ. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, გარემოს დაცვა, ტექნოლოგიები - ეს ის სფეროებია, რომელთა შესახებაც 3-დღიანი ფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართება.

ფესტივალში მონაწილეობს 60-მდე უცხოელი სპიკერი, მათ შორის არიან: არმანდო იანუჩი - სატირიკოსი, არაერთი ცნობილი ფილმის  რეჟისორი და სცენარისტი (მათ შორის - The Death of Stalin), მარია რესა - ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, ადამ ნოიჰაუსი - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული ტელეკომპანიის ESPN-ის განვითარების სტრატეგიის ხელმძღვანელი და დოკუმენტური სერიალის  30for30-ს კრეატიული დირექტორი, ფედონ პაპამიქაელი - ოსკარის ორგზის ნომინანტი კინოოპერატორი (მათ შორის - Ford V Ferrari, Indiana Jones), სევგილ მუსაიევაUkrainska Pravda-ს მთავარი რედაქტორი, ოლივია არტური - Magnum-ის დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი, კლაუდია მილნი - CBS News-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯო საბია - Vogue's 73 Questions-ის ავტორი და მოდერატორი, სარა ნატოჩენი - Pokémon-ის ხმა, და მრავალი სხვა წამყვანი პროფესიონალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

გარდა ამისა, წელს ZEG-ის ფარგლებში ტარდება European Press Prize-ის დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა მედიაინდუსტრიაში. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს ეწვევა 150-მდე წამყვანი ჟურნალისტი, როგორც ევროპიდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

 

დამატებითი ინფორმაცია: Webpage, LinkedIn, Twitter, Facebook, Instagram, Youtube.

 

ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story

 

ფესტივალის მხარდამჭერები: რადიო თავისუფლება, თიბისი კონცეპტი, ამერიკის საელჩო საქართველოში, Visa, European Press Prize, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, Open Society Foundation, IREX, Setanta Sports, Creative Europe, M2, გერმანიის საელჩო საქართველოში, აპრილი, ონორე, აჭარა ჯგუფი, მარჯანიშვილის თეატრი, IPI, Blue Fox, Monkey Shoulder, Enkeny Films, NEMO, Voxeurop, ჟუჟუნა ღვინო, Old Boys Tbilisi, Windfor’s, LOOMBA, At.ge, Retain. 

 

მისამართი: კონსტიტუციის 6/52 (შემოსასვლელი ნინოშვილის მხრიდან)

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:49

    ისწავლე ხელოვნური ინტელექტი თიბისი ტექსკოლაში...

    ოთხი წარმატებული სეზონის და 2500-ზე მეტი კურსდამთავრებულის შემდეგ, თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღება განახლდა. ტექსკოლაში 2025 წლის მთავარი სიახლე, ახალი კურსი - შესავალი ხელოვნურ ინტელექტში. ...

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...