„თეგეტას“ თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტ...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
|
Რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ერთი რამ მთავარია — სამუშაო გარემო დიდ გავლენას ახდენს საქმის სიყვარულითა და ენთუზიაზმით კეთებაზე, შესაბამისად, კომპანიის დიდი მიზნებისა და მისიის წარმატებით შესრულებაზე.
თიბისიში მეგობრული გარემო, მიზანმიმართულ და მოტივირებულ პროფესიონალებთან ურთიერთობა და რაც მთავარია, გუნდური, გამორჩეული მუშაობის კულტურა ბედნიერ სამუშაო გარემოს ქმნის.
სალომე გოგიჩაიშვილი მონაცემთა მეცნიერია, რომლისთვისაც თიბისიში ამ მიმართულებით მუშაობა პირდაპირ უკავშირდება ინიციატივებს, საინტერესო ადამიანებსა და მეგობრულ გარემოს, სადაც პროფესიულ განვითარებასთან ერთად, უამრავ ახალ უნარს იძენ.
„ჩემთვის, იყო თიბისელი ნიშნავს იდგე განვითარებისა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, მშვიდ და თანასწორ გარემოში და, რაც მთავარია, გქონდეს თვითგამოხატვის თავისუფლება. თიბისი იმ თავისუფალ გარემოს ქმნის, სადაც ინოვაციური აზროვნების საშუალება იქმნება.“
თიბისი გაძლევს სივრცეს განვითარდე შენთვის საინტერესო და განსხვავებული მიმართულებებით - ამას აღნიშნავს თიბისის მარკეტერი, ელისო გოგოხია.
„როცა ხარ მარკეტერი თიბისიში, პირველ რიგში, იაზრებ მასშტაბებსა და გავლენას, რომელიც ქვეყნის მომავლის უკეთესობისკენ შეცვლაში შეგიძლია გქონდეს. ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს და ამავდროულად, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ.“ - ელისო გოგოხია.
გიორგისთვის, რომელიც თიბისის მომსახურების მენეჯერია, თიბისი მოტივაციასთან, განვითარებასთან, მუდვიმ მოძრაობასა და, ამავდროულად, სტაბილურობასთან ასოცირდება.
“ვიყო თიბისელი, ჩემთვის, ძალიან საამაყოა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი და თიბისის ისეთი ღირებულებები, როგორიცაა - სხვებზე ზრუნვა, კეთილსინდისიერება, სანდოობა, თუ პასუხისმგებლობა, ერთმანეთთან თანხვედრაშია.
თიბისი არის გზა მეტი შესაძლებლობისკენ, რომელიც მრავალმხრივ განვითარების საშუალებას გაძლევს.“ - გიორგი ანთელიძე, მომსახურების მენეჯერი
Ნათია იორამაშვილი, თიბისის სერვის მენეჯერია, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს იზრუნოს როგორც მომხმარებელზე, ისე - თანამშრომლებზე და მათთვის სანდო და საიმედო გამოცდილებას ქმნის.
“ის, რომ ჩვენთან შესაძლებლობების ზღვა პოტენციალია, ეს სიახლე არაა. თიბისი ის ადგილია, სადაც ნებისმიერი ასაკისა თუ პროფესიის ადამიანს შეუძლია იპოვოს საკუთარი თავი. აქ, მიგნებული საქმე, საკუთარ თავში აღმოჩენილი მახასიათებლები, წარმატების გზაზე მიმავალი პირველი საფეხური ხდება.”
განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობები, მეგობრული განწყობა, ინოვაციური გუნდი, შემოქმედობითობა, მოტივირებულ პროფესიონალებთან ურთიერთობა, თვითგანვითარებისა და ცოდნისკენ სწრაფვა – ეს არის ის გარემო, რაც თიბისის დიდ გუნდში მოსულ ადამიანს დაგხვდება. გახდი თიბისელი.
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
თუ ხარ 9-12 კლასის მოსწავლე და შენთვის ახლის შემეცნება, განვითარება და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალების მიღწევა პრიორიტეტია, მაშინ 24 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი თიბისი ტექსკოლის უფასო კურსებზე. თ...
მოცემულ პუბლიკაციაში თიბისი კაპიტალი წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების მიმოხილვას აჯამებს, რაზეც, ბოლო პუბლიკაციებშიც იყო ყურადღება გამახვილებული. ია...
22 და 23 მარტს, თუ ზუგდიდი მოლს ეწვევით, შეძლებთ ისარგებლოთ თიბისის ქეშბექ შეთავაზებით და ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, დაიბ...
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშება დომინანტური უპირატესობით მოიგო. ზედიზედ 8 წელია, ბორჯღალოსნები კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან არ ჩამოსულან ...
თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და ამჯერად თიბისი IT აკადემია, ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები