2 0 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

„იტალიაში მოგზაურობის საუკეთესო სეზონი _ იტალია, როგორც ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანა“

იტალია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქვეყანაა ტურისტული თვალსაზრისით, როგორც თავისი კულტურით, ისე ადგილმდებარეობით, კულინარიით, ღვინის განთქმული ტრადიციით, მოდის ინდუსტრიის ხაზით და უამრავი სხვა მიზეზით.. ტურისტების ძირითადი ნაკადი, და მათ შორის, ქართველი ტურისტები, ძირითადად, სტუმრობენ : რომს, ვენეციას, ფლორენციას, მილანს.  ადამიანმა ერთხელ თავისი სიცოცხლის განმავლობაში აუცილებლად უნდა ნახოს კოლიზეუმი, პიზის კოშკი, ეროვნული და კაპიტოლიუმის მუზეუმები და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რასაც იტალია მნახველს უმზადებს. არანაკლებ საინტერესოა იტალიის  პატარა ქალაქები, რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.

ამ  და სხვა  საინტერესო საკითხებზე ტურისტული კომპანია “Free Travel”-ის ტურ-ოპერატორი ლიკა ხარატაშვილი გვესაუბრა.  

რომელი პერიოდისთვის არის მოგზაურობა სასურველი იტალიაში, რას ურჩევდით მგზავრებს?

-  იტალია მოსანახულებლად საუკეთესო პერიოდი  გახლავთ  აპრილის  მეორე ნახევრიდან  ივნისის პირველ ნახევრამდე და  სექტემბრის დასაწყისიდან ოქტომბრის  პირველ ნახევრამდე. ეს  ის პერიოდია როცა არ შეგაწუხებთ  სუბტროპიკული ჰავისათვის დამახასიათებელი მშრალი და  ცხელი ჰავა.  ხოლო თუ იტალიის სანაპირო ზოლით და უმშვენიერესი კურორტებით ხართ დაინტერესებული მაისის ბოლოდან  სექტემრის ბოლომდე შეგიძლიათ ნებისმიერ დროს   დაგეგმოთ მოგზაურობა.

-  იტალიაში მოგზაურობის დროს რა რჩევას მისცემდით ტურისტებს, რა უნდა გაითვალისწინონ აუცილებლად?

-  იტალია  ის  ქვეყანაა სადაც რთულია არჩევანი გააკეთო რომელი ქალაქი ნახო, საიდან დაიწყო .  ჩემი  რჩევა იქნება, ტურისტმა წინასწარ დაგეგმოს მოგზაურობის ნაწილი მაინც.  ვინაიდან და რადგანაც, ჩვენ იტალიაზე ვსაუბრობთ, უნდა შევთანხმდეთ, რომ მოგზაურობა ამ ქვეყანაში უდაოდ ძალიან საინტერესოა თუმცა დამაბნეველი თუ რომელი ღირსშესანიშნაობა მოვინახულოთ და რომელი შემოვინახოთ შემდეგი მოგზაურობისთვის.  

-  რას ნიშნავს სითი ტაქსა და როგორ უნდა გადაიხადონ ეს მგზავრებმა?

-  სითი ტაქსა ყველა ტურისტმა უნდა გაითვალისწინოს. დავუშვათ, რომელიმე  სასტუმროში დაბინავდით, თქვენ ყოველ ღამით მოგიხდებათ გადაიხადოთ მინიმუმ 3 , მაქსიმუმ 7 (ამ შემთხვევაში დაწესებულებას გააჩნია, შეიძლება უფრო მეტიც) და ეს თანხა ხმარდება იმფრასტრუქტურისა და ქალაქისთვის  საჭირო სხვა საქმეების განვითარებას. სითი ტაქსა ყველა სასტუმროს აქვს.

-  დავუშვად, მე მომხმარებელი ვარ, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს პირველად თავის ცხოვრებაში ესტუმროს იტალიას და ეძებს კომპანიას, რომელიც საინტერესო წინადადებებს შესთავაზებს ტურისთვის. ამ შემთხვევაში რით გამოირჩევა თქვენი კომპანია და რით გვეხმარება რეალურად?

- პირველ რიგში იმით, რომ ჩვენ ვცდილობთ  მოგაწოდოთ მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე.  მაგალითად, თუ თქვენ მეტად გაინტერესებთ მონახულება და არა გართობა, ამ შემთხვევაში  ვცდილობთ მოსანახულებელი ობიექტებიც თქვენი ინტერესის მიხედვით იქნას შერჩეული.  ასევე, გთავაზობთ სხვადასხვა ტურებს, გეხმარებით მათ თემატურ დაგეგმვაში, გთავაზობთ გიდის მომსახურებას და ა.შ.

დამღლელი სამუშაო წლის შემდეგ, იტალია ნამდვილად ის ადგილია, რომელიც, როგორც წარუშლელ შთაბეჭდილებებს, ასევე კარგად დასვენებასა და გართობასაც გთავაზობთ. ეს ქვეყანაა, რომელიც არც ერთი კატეგორიის სტუმარს  არ გაუცრუებს იმედებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მობრძანდეთ „Free Travel“-ის ოფისში:

მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N175,
ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას N38, 
ან დაგვიკავშირდეთ:
მობილური: +995 599039922; +995 595479955;  

ვებ.გვერდი: www.freetravel.ge
ელ.ფოსტა: [email protected]; [email protected]
Skype: LTDFreeTravel
https://www.facebook.com/FreeTravelLTD/  

 

ჟურნალისტი: მარიამ მუჯირი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები