2 3 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“მიმიფურთხებია იმ მთავრობისთვის, რომელიც 7 000 სტუდენტს სპეკულაციურ დარგში დასაქმების მეტს ვერაფერს სთავაზობს” – ლევან ლორთქიფანიძე

მრცხვენია, რომ ჩვენს უმშვენიერეს ქვეყანაში ენერგიითა და ხალისით აღსავსე ახალგაზრდების ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი “ევოლუშენ გეიმინგია”! იცით, რას წარმოადგენს ეს კომპანია? “ევოლუშენს” დილიდან საღამომდე ახალგაზრდები ჩაკეტილი ჰყავს ბნელ ოთახებში, სადაც ისინი კამერების წინ კარტს ჩეხავენ, სხვადასხვა აზარტულ თამაშებს წარადგენენ, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან კი (განსაკუთრებით ქვეყნებიდან, სადაც კაზინოები აკრძალულია) მოთამაშეები ინტერნეტით ერთვებიან და თავინათ ჟინს იკმაყოფილებენ. მოსაწყენ, არაშემოქმედებით, დროის პარაზიტად ქცეულ და საკმაოდ რთულ (მუშაობის დროს მკვეთრი მოძრაობის უფლება არ გაქვს, გაშეშებული უნდა იყო, ვინმემ რაიმე არ უნდა იეჭვოს) შრომაში სტუდენტები მიზერულ ანაზღაურებას იღებენ, ღამეების თენება, ლექციების გაცდენა, წელში გაწყვეტა სჭირდებათ იმისთვის, რომ ნორმალური ხელფასი გამოიმუშავონ. ამასობაში, 7000 ჩვენი თანამოქალაქის შრომის ხარჯზე თავად კომპანიის მოგება მილიარდს უკანუნებს. მიუხედავად ამისა, “ევოლუშენი” არც ხელფასების მომატებას აპირებს, არც შრომის სტანდარტების დაკმაყოფილებას და ტრადიციულ ფრაზას იყენებს ყველა კითხვაზე პასუხად: “არ გინდა? წადი! სუპერმარკეტებზე უკეთესი ხელფასი ხომ გვაქვს! რა გინდათ მეტი?”. ველური კაპიტალიზმის ცინიზმს დასაქმებული სტუდენტები გაფიცვით პასუხობენ! სრული სოლიდარობა გაფიცულ თანამშრომლებს! მიმიფურთხებია იმ სისტემისა და მთავრობისთვის, რომელიც 7 000 სტუდენტს სპეკულაციურ დარგში დასაქმების მეტს ვერაფერს სთავაზობს და იქაც კი ვერ ახერხებს მათთვის ღირსეული ხელფასისა თუ სამუშაო პირობების უზრუნველყოფას!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები