2 3 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მე რომ გავედი ბავშვი უკვე გამოძრობილი ჰყავდათ ჩამოვარდნილი ქვისგან, დედას ეჭრა ხელში" - დედოფლისწყაროში მემორიალის ჩამოშლას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა

3 წლის ბავშვის სიცოცხლე დედოფლისწყაროში მემორიალური ძეგლის ჩამონგრევამ იმსხვერპლა.  შემთხვევა სოფელ არხილოსკალოში ბავშვებისთვის მოწყობილ სკვერში მოხდა.

3 წლის ბიჭი სკვერში მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, მოულოდნელად ვეფხისა და მოყმის მემორიალი ჩამოიშალა და ბავშვი ნანგრევებში მოიყოლა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 

 არხილოსკალოს გამგებელი ამბობს, რომ ნაგებობა ძველი იყო და მას შემოწმება არ უტარდებოდა.

"კივილზე გავედი, იმხელა ხმაზე კიოდნენ, დედა მიშველე. მე რომ გავედი ბავშვი უკვე გამოძრობილი ჰყავდათ ჩამოვარდნილი ქვისგან, დედას ეჭრა ხელში" -ყვება თვითმხილველი არხილოსკალოში მომხდარზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები