2 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მივმართავ ქართველ ხალხს და მთავრობას, დამაბრუნეთ საქართველოში, მე მანდ ცხოვრება მინდა!- ქეთა თოფურია

"ა სტუდიოს" სოლისტი ქეთა თოფურია სამშობლოში დაბრუნებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა უფროსმა კოლეგამ მიხეილ ზაქარიაშვილმა გაავრცელა:

"რუსები დამპირდნენ, რომ კორონა არ გავრცელდებოდა ძალიან და ჩემ კონცერტებს ისევ ჩავატარებდი უპრობლემოდ, მაგრამ ეხლა უკვე მსოფლიოში მეორე ადგილზეა რუსეთი კორონას გავრცელების მხრივ, რის გამოც, ვერც ერთ კონცერტს ვეღარ ვატარებ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მალე უკაპიკოდ დავრჩები.

მივმართავ ქართველ ხალხს და მთავრობას, დამაბრუნეთ საქართველოში, როგორც ჩანს, მანდ უკვე მშვიდობაა და მეც უფრო მშვიდად ვიქნები ჩემს ქვეყანაში, დამაბრუნეთ პირდაპირი რეისით. მე მანდ ცხოვრება მინდა!" - განაცხადა ქეთა თოფურიამ ლაივში."

წყარო: "გურიის მოამბე"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები