1 4 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

რა ვქნათ მეორედ მოსვლამდე - აპოკალიფსის თავისებურებები და კინოხელოვნება

ჩამოტვირთვა

ფილმები ტექნოგენური ან ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული სამყაროს აღსასრულის შესახებ საკმაოდ პოპულარული ჟანრია დასავლურ კინემატოგრაფში და მას თავისი ტრადიციები გააჩნია. ტრადიცია ვარაუდობს, რომ ასეთ ფილმებში აუცილებლად ვიღაც უნდა გადარჩეს. და მთელი კინოფილმი იმაზეა აგებული, რომ მთავარი გმირები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა ან საკუთარი თავი, ან კიდევ ვინმე სხვა აარიდონ ტრაგიკულ აღსასრულს. გავიხსენოთ თუნდაც ალექს პროიასის "მინიშნება", ან როლანდ ემერიხის "2012". მაგრამ ბოლო სამი წლის განმავლობაში ტენდენციები შეიცვალა. ისეთი ფილმების ბოლოს, როგორიცაა მაგალითად "მელანქოლია", ყველა კვდება. აქ ძირითადი აქცენტი გადატანილია არა იმაზე, თუ როგორ შეიძლება გადარჩნენ ადამიანები მოქმედებათა სისტემის შედეგად, არამედ იმაზე თუ როგორ ატარებენ ბოლო დღეებს ფატალური აღსასრულის მომლოდინე ადამიანები. ბოლო ხუთი წუთის განმავლობაში მსგავსი ფილმების გმირები რაღაცნაირად ძალას იკრებენ და სიკვდილს გაბედულად ხვდებიან. ამგვარ ფილმთაგან აღსანიშნავია რეჟისორ ალბერ ფერერას "4.44. უკანასკნელი დღე დედამიწაზე", უილიამ დეფოსა და შენინ ლის მონაწილეობით. ფილმი მოგვითხრობს, მხატვარი ქალისა და ყოფილი ნარკომანი მამაკაცის შესახებ, ფილმში სამყაროს აღსასრულამდე დღეებია დარჩენილი. სცენარი ძალზედ მოსაწყენია. და ეს იმიტომ კი არა, რომ ცუდად არის გადაღებული. მოწყენილობა, საყოფაცხოვრებო რუტინაა, როდესაც არ იცი რითი დასაქმდე. გახსოვთ გამონათქვამი "ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს ყველაზე ბოლოსთვის ნუ მოიტოვებ, რადგან ყოველი დღე შეიძლება შენთვის ბოლო აღმოჩნდეს"? ასეა აქაც, უკანასკნელმა დღემ ამ ადამიანებს ნატურალურად მოუსწრო. ხოლო მთავარი და საჭირო საქმეები, რომლებიც მათ თუნდაც ბოლო დღისთვის მაინც შეენახათ, უბრალოდ არ გააჩნიათ. დიახ, ისინი ურთიერთობენ "სკაიპით", უკავშირდებიან ახლობლებს, მაგრამ რაღაც ყოველდღიურ თემებზე. ის (ქალი) რაღაც აბსტრაქციას ხატავს ტილოზე, კაცი კი სახლის სახურავზე დასეირნობს და სუფთა ჰაერით ტკბება, საიდანაც აკვირდება თუ როგორ ხტება ადამიანი მოპირდაპირე სახლის ფანჯრიდან. და პრინციპულად არა აქვს მნიშვნელობა, როდის დადგება ეს უკანასკნელი დღე - ხვალ თუ ასი წლის შემდეგ. ისინი სულ ასე ცხოვრობენ, დღიდან დღემდე, და ღირებულებათა მათეულ სისტემაში არაფერია ღირსშესანიშნავი, რითაც შეიძლებოდა შევსებულიყო ეს ბოლო დღე. ამგვარად, ასეთი ცხოვრების გამო სამყაროს აღსასრულსაც კი აზრი ეკარგება და მეტიც, აზრი ეკარგება თვით გმირების არსებობასაც კი. დიახ, მათ, ცხადია, არ სურთ სიკვდილი. მაგრამ რისთვის უნდა იცხოვრონ, ვერც ამას ამბობენ. მოსაწყენი ყოველდღიურობა, აი რა არის მათთვის ნიშანდობლივი და დამახასიათებელი. აზრი გარდაუვალი აპოკალიფსისის შესახებ დასავლურ კულტურაში თანდათანობით ტრანსფორმირდება ამ აპოკალიფსისის ყოველდღიურობასა და ცხოვრების გაუფასურებაში. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დგება უნიათო ეგზისტენცია, რომელიც ან თავისთავად ღირებულია, ან კიდევ გაუფასურებულია, რადგან ადამიანს ამგვარი არსებობის პირობებში არაფრის შეცვლა არ შეუძლია. მეტიც, ამგვარი არსებობის შეწყვეტაშიც არაფერია საშინელი. ხვალ თუნცად მთელი კაცობრიობა ამოწყდეს, ის მაინც არ შედრკება, არამედ მდორედ მიჰყვება ცხოვრების დინებას. ხოლო სამყარო აგრძელებს თავის ბრუნვას, თითქოსდა ეს კაცობრიობა არასოდეს არსებულიყო. მომზადებულია http://apocalypse.ge/-ის მასალებზე დაყრდნობით

კომენტარები

მსგავსი სიახლეები