1 8 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს პროკურატურის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მორგან ორტაგუსი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია:

"ჩვენ მივესალმებით მართლმსაჯულების მეოთხე ტალღის განხორციელებისას მიღწეულ პროგრესს და მხარს ვუჭერთ მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის.

დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაამყაროს მისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი და უზრუნველყოს პროკურატურის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან. 

შეერთებული შტატები განაგრძობს მუშაობას მის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან ერთად, რათა ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობას და ანგარიშვალდებულ ინსტიტუტებს" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები