0 8 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მორიგი იდეათეკა საზღვრისპირა სოფელ უდაბნოში გაიხსნა

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რეგიონებში ფორმალური და არაფორმალური განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა უკვე მე-13 იდეათეკა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში გახსნა.

 

ამიერიდან უდაბნოს საჯარო სკოლის 125 მოსწავლეს  ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს მრავალფუნქციური და მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, კომპიუტერებით, პროექტორებითა და  სხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსით.

 

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს არაფორმალური და ფორმალური განათლების ხელმისაწვდომობას საზღვრისპირა, მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფლებში. ასევე, გაზარდოს საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა და წიგნიერება, მოახდინოს კითხვის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების მოტივაცია და შექმნას ჯანსაღი, კომფორტული საგანმანათლებლო გარემო.

 

„კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იდეათეკების პროექტი უკვე მესამე წელია ხორციელდება. ჩვენი მიზანია, პროექტის ფარგლებში, წლის განმავლობაში, მინიმუმ ერთ საზღვრისპირა სოფელში მოეწყოს მრავალფუნქციური სივრცე. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მოგვეცა ამ იდეის განხორციელების შესაძლებლობა და კახეთის საზღვრისპირა სოფელ უდაბნოში გავხსენით იდეათეკა, სადაც მოსწავლეებს ვაძლევთ არაფორმალური განათლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომის შესაძლებლობას. შემოდგომაზე კახეთის კიდევ 3 საზღვრისპირა საჯარო სკოლაში ვგეგმავთ იდეათეკის გახსნას. ამ დროის განმავლობაში უკვე 7 000-ზე მეტ მოსწავლეს აქვს წვდომა თვითგანვითარებისთვის საჭირო რესურსებზე. იდეათეკა ერთ სივრცეში აერთიანებს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა: ყოველდღიური გაკვეთილები, ჯგუფური პრეზენტაციები და ონლაინ შეხვედრები მოსწავლეებისთვის საინტერესო ადამიანებთან. პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას და მოსწავლეების მეტ ჩართულობას. ჩვენ ვაგრძელებთ ამ და სხვა საგანმანათლებლო პროექტების აქტიურ რეჟიმში განხორციელებას, რათა მეტმა ახალგაზრდამ შეძლოს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა განათლების მხარდასაჭერად „იდეათეკების“ პროექტის განხორციელება 2019 წლიდან დაიწყო. ბანკის მხარდაჭერით იდეათეკები 6 სხვადასხვა რეგიონის 13 საჯარო სკოლაში უკვე გაიხსნა. ესენია: გორის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფლები, დიცი, ხურვალეთი, ზემო ნიქოზი, თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის #1 საჯარო სკოლა, თბილისის 146-ე, ამბროლაურის #1, ოზურგეთის მე-4, ახალქალაქის მე-3, დუისის, ჩოხატაურის #1, ნაბეღლავის, ჯვარის #1 და უდაბნოს საჯარო სკოლები. სულ მალე ამ ჩამონათვალს კახეთის 3 საზღვრისპირა სოფელი, ერისიმედი, ლამბალო და საბათლო შეემატება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:56

    დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ - თიბისი კონცეპტის და გალერ...

    12 აპრილისთვის, თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათზე მორგებული განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. მხოლოდ 12 აპრილს, გალერია თბილისის 45-მდე შერჩეულ ობიექტში, ...

  • 12:07

    თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება...

    თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...