2 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვთხოვე, დამისახელოს მიზეზი, რის გამოც უკრაინა არ იმსახურებს EU-ს წევრობას - ზელენსკი ორბანთან შეხვედრაზე

არგენტინაში, ვიქტორ ორბანთან შეხვედრისას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს სთხოვა, დაესახელებინა მიზეზი, რის გამოც უკრაინა ევროკავშირის წევრობას არ იმსახურებს.

ზელენსკის თქმით, აუცილებელია მოეწყოს კონსტრუქციული შეხვედრა, სადაც მხარეები განიხილავენ უნგრეთის უარყოფით დამოკიდებულებას უკრაინისადმი.

"ვთხოვე, დამისახელე ერთი მიზეზი მაინც, არა სამი, არა ხუთი, არა ათი, მხოლოდ ერთი მიზეზი და ველოდები პასუხს... ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო სპეციალურად ან მიზანმიმართულად დაგეგმილი შეხვედრა. ჩვენ გვქონდა დიალოგი. ეს მართალია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მოვაწყოთ კონსტრუქციული შეხვედრა, რადგან ჩვენ გვაქვს საერთო საზღვრები, ჩვენ მეზობლები ვართ და უნდა ვისაუბროთ. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც მე დავსვი, სწორედ ის იყო, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ, უნდა გადავჭრათ პრობლემები. ამიტომ ჩვენ უბრალოდ უნდა შევხვდეთ. მე ვაჩვენე მას ჩემი პოზიტიური დამოკიდებულება" - განაცხადა ზელენსკიმ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები