0 9 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჩემი ცოლი ნამდვილ ოჯახში გაზრდილი გოგოა – გიორგი წერეთელი

მომღერალი გიორგი წერეთელი მესამედ დაქორწინდა, შესაბამისად მისი და ლოლას დუეტიც დაიშალა და ოჯახიც დაინგრა… გიორგი მესამედ დაქორწინდა. ამბობს, რომ მესამე ცოლი კარგად აღზრდილი ქალია და სწორედ, ამ თვისებებმა მოხიბლა მომღერალი.

მესამე ოჯახის შექმნის დეტალებზე გიორგი წერეთელმა ჟურნალთან „თბილისელები“ ისაუბრა. გთვაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

– რას იტყვით თქვენს ოჯახზე?

– ჩემთვის ოჯახი სიმდიდრეა და ძალიან მიყვარს. ადამიანი ოჯახის გარეშე ვერ წარმომიდგენია. რამდენჯერმე დამენგრა ოჯახი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ადამიანი ვარ, რომელიც ოჯახს არ ეტრფის. მე ოჯახისთვის ყოველთვის მამაკაცი ვიყავი, ჩემი ფუნქციები კარგად გააზრებული მქონდა და მაქვს, ცოტა შეიძლება, კავკასიელი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, ზუსტად ის ადამიანი უნდა იყოს ჩემ გვერდით, ვინც ამ ყველაფერს გაიგებს. ასეთი კი ჩემთვის თამილაა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს ოჯახის იდილია და რაც ოჯახში ხდება, ოჯახშივე უნდა დარჩეს.

– მესამედ შექმენით ოჯახი და იპოვეთ ის, ვისაც ეძებდით?

– სიყვარული არასოდეს მიძებნია, ჩემთან ის ყოველთვის მოდიოდა. სიყვარული უნდა იგრძნო და არასოდეს შეგეშინდეს. ჩემს ცხოვრებაში ხშირად ხდებოდა, როცა ქალბატონები მაგრძნობინებდნენ ჩემდამი სიმპათიას, მაგრამ ამ შემთხვევაში პირიქით მოხდა, დავინახე და მომეწონა. თამილა მომწონდა თავისი საქციელიდან, სამეგობროდან, ოჯახიდან გამომდინარე. კარგად დამამახსოვრდა ერთი მომენტი, როცა დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე, მიპასუხა: ჯერ ოჯახს უნდა ვკითხოო. ეს ძალიან მესიამოვნა. დღითი დღე ვრწმუნდები იმაში, რომ თამილა ნამდვილ ოჯახში გაზრდილი გოგოა და მან კარგად იცის ოჯახის წევრების პატივისცემა. როცა ვუყურებ იმ ოჯახის იდილიას, სადაც ის გაიზარდა, ზუსტად ისაა, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები