1 8 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გაეცანით თიბისის შეთავაზებებს აგრო მეწარმეებისთვის

თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შესთავაზონ.

პროექტი „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს, მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობას იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით. შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცემა ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოების გაფართოებისთვის, ახალი მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისთვის, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და ხე-ტყის დამამზადებელი მექანიზაციისთვის, მესაქონლების მაღალპროდუქტიული ჯიშის ფერმებისთვის.

შოთა გონგლაძე, სახელმწიფო პროექტების მართვის გუნდის ხელძღვანელი თიბისი ბანკში, ხაზს უსვამს, რომ ის, რაც, აგრომიმართულებით, თიბისის სხვა ბანკებისაგან გამოარჩევს, სტარტაპ მიდოგმებია.

„სტარტაპ აგროსესხს მხოლოდ თიბისი სთავაზობს მომხმარებელს აგრობიზნესის თითქმის ყველა მიმართულებით. თიბისის ინდივიდუალური მიდგომა ქართულ საბანკო სექტორში უნიკალურია – ბანკი არ ამოდის არსებული შემოსავლიდან, შესაბამისად, მსესხებელს მასზე დაყრდნობით არ უწესებს შეზღუდვას დასაფინასებელი პროექტისთვის საჭირო თანხის ოდენობაზე. ვისაც სურს, დაიწყოს ახალი საქმიანობა აგრობიზნესში და ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება, თიბისი სთავაზობს სესხს გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით, დასაფინანსებელი პროექტიდან მომავალში მისაღები შემოსავლების გათვალისწინებით. მსგავსი სტარტაპ მიდგომა სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს: მრავალწლიანი კულტურების გაშენებას, გადამამუშავებელ მიმართულებას, მაღალპროდუქტიული ჯიშის მეცხოველეობის ფერმების მოწყობას. სტარტაპ მიდგომით აგრო ტურიზმიც კი ფინანსდება. სტარტაპ მიდგომა თიბისიმ 2016 წლის შემოდგომის სეზონზე დაიწყო. მას მერე 120 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული“.

ბიზნეს უნივერსალის პროგრამა საშუალებას აძლევს მეწარმე სუბიექტებს გამოიყენონ თანხა ბიზნესში ძირითადი და საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად და მიიღონ სახელმწიფოსგან სესხის პროცენტის თანადაფინანსება. აქ სესხის მიზნობრიობა მოიცავს, როგორც ახალი საწარმოს შექმნას, არსებული საწარმოების გაფართოებას, ისე წარმოებისათვის საჭირო კაპიტალური დანახარჯებისა და პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის რეფინასირებას.

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის სახელმწიფო პროგრამას, ბიზნეს უნივერსალის მსგავსად, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს, გაზარდოს ბიზნეს სესხებზე ხელმისაწვდომობა იმ ბენეფიციარებისთვის, რომელთაც არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა. საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში, საკრედიტო გარანტია გაიცემა კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 80%-ის ოდენობისა. სესხის მინიმუმ 80% მიმართული უნდა იყოს კაპიტალური დანახარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 20%-ისა საბრუნავი საშუალებების შესაძენად. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ იმ ბენეფიციარებს, რომელთა წლიური რეალიზაცია 20 000 000-ს არ აღემატება. საკრედიტო გარანტიის მაქსიმალური ვადა 10 წელს შეადგენს.

გარდა ამ პროგრამებისა, თიბისი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან. თიბისი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მომხმარებელს სთავაზობს ბიზნეს სესხს ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად, საიდანაც, პროექტის ვერიფიკაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სესხის მთლიანი თანხის 10%-დან 15%-მდე მსესხებელს უკან უბრუნდება. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროკავშირის სავაჭრო სტანდარტების დანერგვას სხვადასხვა, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მიმართულებით.

სხვადასხვა დონორებთან აქტიური მუშაობა თიბისის კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანია. მაგალითად, ბანკი მონაწილეობს DFC-ს (აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის) საგარანტიო პროგრამაში, ისევე, როგორც EIB-ს (ევროპული საინვესტიციო ბანკის) ფინასური მხარდაჭერის და SIDA-ს (შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს) საგარანტიო პროგრამებში, რომელთა მიზანია სტარტაპების, მწვანე დაფინანსების, რეგიონებში ბიზნესების და ბიზნესში ქალების მხარდაჭერა. ამ მიმართულებების განვითარებას თიბისი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება.

კერძო და იურიდიული პირების თიბისისთან თანამშრომლობის უპირატესობა სწორედ ამ მრავალრიცხოვან და საქმიანობის ფართო სპექტრის მომცველ პროგრამებში ერთდროულად ჩართვის შესაძლებლობაა – სესხის მისაღებად მისულ მსესხებელს ბანკი (სესხის მიზნობრიობიდან გამომდინარე) დასაფინანსებელი პროექტისთვის შესაფერის რამდენიმე პროგრამაში კომბინირებულად ჩართვას სთავაზობს, რაც – სესხის პირობებისა და შეღავათების მხრივ – უნიკალურ შეთავაზებას წარმოადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები