0 1 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ზეწოლაა ივანიშვილზე, რომელიც ყველაზე დიდი, უანგარო ქველმოქმედია – ქადაგიშვილი რეზოლუციაზე

“ამ რეზოლუციით კიდევ ერთხელ ხდება, ჩემი ღრმა რწმენით, ფუნდამენტური უფლებების და დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების შელახვა, როდესაც ფაქტებზე არ დაყრდნობით და პირიქით, ფაქტების მანიპულაციით ხდება გარკვეული რეზოლუციის გატანა ევროპარლამენტში… რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიწებებას ამ საკითხზე – ზეწოლა მიმდინარეობს ადამიანზე, რომელიც არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, უანგარო თან საქართველოში, რომელიც, მათ შორის, საქართველოს პოლიტიკური რეფორმების ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო ყველა დროს, თავისი შესაძლებლობებით, მაგრამ იმის გამო, რომ ეს ადამიანი დღეს არ არის პოლიტიკაში და ამ ადამიანისგან, უკვე ეჭვი აღარ მეპარება, რომ ითხოვენ ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ ის ომში იყოს ჩართული, ამიტომ ხდება ამ რეზოლუციაში მისი ჩართვა და თან ფაქტობრივი სანქციების დაწესება, რაც CREDIT SUISSE-სგან კეთდება.

იცით რა არის, როდესაც გეუბნებიან შანტაჟის ენით, რომ თქვენ ამ უკანონობაში თუ არ გამოგყვებით, მაშინ არ მოგცემთ კანდიდატის სტატუსს, ჩვენ ეგეთი დამოკიდებულება არ გვინდა ევროკავშირისგან. ჩვენ გვინდა ისეთი ევროკავშირი, სადაც სამართალი, ღირსება და დემოკრატიული ფასეულობები არის წინ და სადაც წინ არ არის შანტაჟი და პოლიტიკური ტერორის გზით მიღწეული რეზოლუციების ქვეშ მყოფი ქვეყნები. ეს არის ჩვენი მიზანი და ესეთი ევროკავშირი გვინდა, რეალურ შეფასებებზე დამყარებული ევროკავშირი”,

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები