0 2 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თბილისში ონლაინ ფორუმი „ინვესტიციები მწვანე ეკონომიკაში“ ჩატარდება

თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF) ორგანიზებით 11 მარტს, 18:00 საათზე გაიმართება ონლაინ ფორუმი, რომელიც შეეხება განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მწვანე დაფინანსების გამოყენების შესაძლებლობებს. ღონისძიება მიზნად ისახავს აღნიშნულ თემებზე ცნობადობის ამაღლებასა და მწვანე დაფინანსების მიმართ ინტერესის გაზრდას.

ფორუმზე GEFF პროგრამას წარმოადგენენ მისი ექსპერტები ანდრო ბუთხუზი, თემით “ინვესტიციები განახლებად ენერგიაში” და მურად ხარაიშვილი - “კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია”; თიბისის წარმოადგენს ანა სარალიძე, გარემოსცდაცვითი და სოციალური რისკების მართვის მენეჯერი, რომელიც გააკეთებს პრეზენტაციას თემაზე :  „თიბისის მდგრადი ფინანასირება“. 

მწვანე ეკონომიკაში ინვესტირება საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ქვეყანა მიზნად ისახავს, რომ 2030 წლისთვის 35% მისი ენერგიისა წარმოებული იქნება განახლებადი წყაროებიდან. პოლიტიკის ცვლილებამ საზოგადოების მზაობაც შეცვალა განახლებადი ენერგიის გამოყენებისადმი; სულ უფრო მეტი ბიზნესი ინტერესდება მზის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობებით, მისი ღირებულებით, დაფინანსების წყაროებითა და სქემებით. სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში დადგმული მზის პანელების სადგურების 40% 2020 წელზე მოდის. ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილება ბიზნესებს უბიძგებს, რომ შეამცირონ ოპერაციული ხარჯები და ენერგიის ალტერნატიული წყაროები ეძებონ.

განახლებადი ენერგიის გამოყენებასთან ერთად, აქტუალურობას იძენს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის თემაც. ქვეყნისათვის, სადაც აგრობიზნესი განვითარებულია, მნიშვნელოვანია იმ ტექნოლოგიებისა და ზომების შემუშავება, რომლებიც წყლის რესურსის ეფექტურად გამოყენებასა და მიწის მდგრად დამუშავებაში შეუწყობს ხელს.

მოცემულობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, ბიზნესს მიეწოდოს ინფორმაცია მწვანე ეკონომიკაში ინვესტირების და ქვეყანაში არსებული დაფინანსების გზების შესახებ.

ფორუმის სამიზნე აუდიტორია არის თიბისის ახლანდელი და პოტენციური კლიენტები, მცირე, საშუალო და კორპორატიული ბიზნესები, რომელთა საქმიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ენერგიის მოხმარებაზე, ასევე, მზის ენერგიის ტექნოლოგიის მომწოდებლები, აგროსექტორში მონაწილე კომპანიები და ყველა, ვინც ზოგადად დაინტერესებულია მწვანე ეკონომიკით.

მსურველებს რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ: https://forms.gle/8c335upQ11ps6cQY8

GEFF საქართველოში მხარდაჭერილია მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს (BMF) მიერ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...