0 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

რა მეთოდებს იყენებენ კიბერთაღლითები და როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან

დღეს ინტერნეტის და ციფრული სერვისების გარეშე ცხოვრება ბევრი ჩვენთაგანისთვის წარმოუდგენელია. ამ ევოლუციამ ყოველდღიურობა ძალიან გაამარტივა - ონლაინშოპინგიდან დაწყებული, საბანკო მომსახურებით დამთავრებული - ყველაფერს უფრო სწრაფად და მარტივად ვაკეთებთ. ამ დიდ კომფორტს თავისი საფრთხეებიც ახლავს თან, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. 

ალბათ, გსმენიათ, რომ ინტერნეტსამყაროში არსებობენ „მოხერხებული“ თაღლითები, რომლებიც სხვადასხვა გზით ცდილობენ ჩვენს მოტყუებას და ჩვენი  საბანკო ანგარიშებიდან თანხის მოპარვას. ასეთი ტიპის თაღლითობას “ფიშინგი” ჰქვია. ეს სიტყვა კარგად უნდა დავიმახსოვროთ, რადგან მასთან გამკლავება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.

ინტერნეტთაღლითების მთავარი იარაღი ჩვენ წინააღმდეგ სწორედ ჩვენი უყურადღებობაა. ისინი სარგებლობენ იმით, რომ ჩვენ ხშირად ინტერნეტში სწრაფად ვიღებთ გადაწყვეტილებებს და არ ვაკვირდებით დეტალებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი ანგარიშებიდან თანხა ქრება,  უფრო სწორად, მათ ანგარიშებზე ირიცხება.

ფიშინგისგან არაფერი დაგიცავთ უკეთ, ვიდრე საკუთარი თავი და პირადი პასუხისმგებლობა.

მოდით,  დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება: 

● ინტერნეტთაღლითები თქვენს ანგარიშზე წვდომის მისაღებად იყენებენ სხვადასხვა ორგანიზაციის ყალბ ბმულებს, რომელსაც მეილზე, მესინჯერში ან სხვა მსგავს აპლიკაციებში გიგზავნიან. ამ დროს, აუცილებლად უნდა დააკვირდეთ ვებგვერდის მისამართის მაგალითად, ჩვენივე უყურადღებობის გამო, შესაძლოა აღმოვჩნდეთ ვებგვერდზე,  რომელიც Amazon.com  გვგონია, სინამდვილეში კი ვიყოთ ხაფანგში სახელად Amzon.com; შენიშნეთ? - დიახ, სწორედ აქ ვუშვებთ პირველ შეცდომას; თუკი მისამართი არ ემთხვევა ორიგინაზაციის რეალურ მისამართს, ესე იგი , თქვენ საფრთხის ქვეშ ხართ; 

● ინტერნეტთაღლითები თქვენი ყურადღების მისაქცევად იყენებენ ემოციური მანიპულაციის ტექნიკას, რაც იმას ნიშნავს, რომ მესიჯები, რომელსაც გიგზავნიან, აუცილებლად საგანგაშო იქნება. ეს შეიძლება იყოს, როგორც შეტყობინება, რომ თქვენ მოიგეთ iPhone 12, ასევე ის, რომ თქვენს ანგარიშზე ხორციელდება შეტევა და, ამის გამო, საჭიროა იდენტიფიკაციის გავლა. თუკი ასეთ მესიჯს მიიღებთ, აუცილებლად გადაამოწმეთ იმ კომპანიასთან, რომლის სახელითაც მოგდით შეტყობინება. მაგ: თუკი ბანკისგან მეილზე მიიღეთ შეტყობინება, დარეკეთ ქოლცენტრში და გადაამოწმეთ. კომპანიების უმრავლესობა თქვენთვის მნიშვნელოვანი შეტყობინების გამოსაგზავნად ოფიციალურ არხებს, ინტერნეტბანკს ან პირად ზარს იყენებს.

● ერთ-ერთი მარტივი გზა საფრთხის აღმოსაჩენად თქვენი ბრაუზერის ფუნქციონალია. დააკვირდით ბრაუზერის მარცხენა კუთხეში ბოქლომის ნიშანს, რომელიც გკარნახობთ, რამდენად უსაფრთხოა ესა თუ ის ვებგვერდი. თუკი ბოქლომი გადახაზულია, ესე იგი, თქვენ სახიფათო ზონაში ხართ და დროა დატოვოთ იქაურობა. გარდა ამისა, ბრაუზერების უმრავლესობას აქვს ფიშინგის დეტექტორი დამატებები, რომელთა დაყენებაც უფასოდ და მარტივად შეგიძლიათ. ამისათვის კი საჭიროა უბრალოდ დაგუგლოთ anti phishing add on chrome / mozilla / opera და სხვა.

თუ, კიბერთაღლითების მახეში მაინც გაებით:

 

● თუ ყალბ საიტზე აღმოჩნდით და ტრანზაქციის შესრულებას გთხოვთ, დარწმუნდით, რამდენად უსაფრთხო გადახდის მეთოდს იყენებს ესა თუ ის საიტი. თუკი გადახდის მეთოდი არ არის სანდო, სასწრაფოდ დატოვეთ ის.

● თუკი თქვენ უკვე დაუშვით შეცდომა, აუცილებლად, დაუყოვნებლივ მიმართეთ კომპანიას დროულად. ისინი დაგეხმარებიან პრობლემის მოგვარებაში, გირჩევენ საუკეთესო გზას და შეეცდებიან თავიდან აგარიდონ ზიანი;

● ყოველი შემთხვევისთვის, დააზღვიეთ თქვენი საბანკო ანგარიში, რომ ზიანის ასანაზღაურებლად ლეგიტიმური გზა გქონდეთ.

 გახსოვდეთ, რომ ფიშინგთან გამკლავება მარტივია, თუკი შესაბამის ინფორმაციას ფლობთ და ყურადღებით ხართ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...