1 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სიმბიოტიკსი და თიბისი ლიზინგი 16 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სესხის გამოყოფით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას ზრდიან

 

თიბისი ლიზინგმა და გავლენიანმა საინვესტიციო კომპანიამ “სიმბიოტიკსი“, წარმატებული გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ახალ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის საფუძველზეც “სიმბიოტიკსი“ თიბისი ლიზინგს 16 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სესხს გამოუყოფს. ახალი რესურსი ხელს შეუწყობს საქართველოში სხვადასხვა სალიზინგო პროგრამების განვითარებას და აქცენტირებული იქნება მცირე და საშუალო ბიზნეს სეგმენტზე - თიბისი ლიზინგის რეგულარულ და პოტენციურ მომხმარებელზე. მცირე და საშუალო საწარმოები, განვითარებადი ეკონომიკური პოტენციალით, მზარდ სექტორს მიეკუთვნება და მოქმედი ბიზნესების უმეტესობას წარმოადგენს; მათ კრიზისთან ბრძოლის წინააღმდეგ ინოვაციური მიდგომები გამოავლინეს და ამავე დროს, შეინარჩუნეს  გადახდისუნარიანობა.  საქართველოს მთავრობა სუბსიდირების პროგრამებითა და სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიებებით აქტიურად მონაწილეობს მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებასა და შემდგომ განვითარებაში.

მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტი თიბისი ლიზინგის პორტფელის 2/3-ს შეადგენს. გარდა ამისა, თიბისი ლიზინგის გაფართოების მიზანი თანხვედრაშია რეგიონებში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნეს სუბიექტების რაოდენობის მატების ტენდენციასთან, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის პორტფელში გეოგრაფიული კონცენტრაციის დაბალანსებას. მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორი თიბისი ლიზინგის  სამიზნე სეგმენტად რჩება, ვინაიდან უშუალოდ ლიზინგს შეუძლია ამ სეგმენტის მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც მას უფრო მიმზიდველსა და კონკურენტუნარიანს ხდის საბანკო პროდუქტებთან მიმართებაში.

“პანდემიურმა სიტუაციამ ეს ფინანსური წელი უჩვეულო გახადა, მრავალი გეგმის გადახედვა მოგვიხდა და ზოგიერთი მიზანი ისეთი ადვილი განსახორციელებელი აღარ აღმოჩნდა, როგორც ამას აქამდე ველოდით. არასტაბილურობის მიუხედავად, კომპანიას შეუძლია დააფინანსოს ახალი პროექტები და ამავდროულად არსებულ კლიენტებს საშეღავათო პერიოდი შესთავაზოს - გაათავისუფლოს ისინი საიჯარო გადასახადებისგან 3-დან 6 თვემდე პერიოდის განმავლობაში. ასეთი კრიზისის დროს, “სიმბიოტიკსის“ მუდმივი მხარდაჭერა და გამორჩეული თანამშრომლობა მნიშვნელოვან სტიმულად იქცა ჩვენი კლიენტებისთვის უწყვეტი დახმარების აღმოჩენაში, ხოლო სანდო პარტნიორობამ კიდევ უფრო მეტად წაახალისა სტაბილური, განვითარება. ამასთან, მოვახერხეთ, რომ გაგვეთვალისწინებინა ლარის გაცვლითი კურსის რყევების შედეგად წარმოშობილი რისკები, რაც აღნიშნული რესურსის ნაწილის ლარში დენომინირებით გახდა შესაძლებელი,“- ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანასური დირექტორი.

“თითქმის 5-წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, თიბისი ლიზინგმა დაამტკიცა, რომ ის სანდო პარტნიორია, რომელიც მნიშვნელოვან მისიას ატარებს გაუზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომლებიც ცდილობენ თავიანთი პროდუქტიულობის გაზრდას და თავის მხრივ, ხელს უწყობენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. კოვიდ-19-ით გამოწვეული გლობალური კრიზისის მიუხედავად, მოხარული ვართ, რომ წელს, ახალი დაფინანსებით ვუწყობთ ხელს თიბისი ლიზინგს, მათ შორის, ადგილობრივ ვალუტაში. გვჯერა, რომ საქართველოს რეალური ეკონომიკის განვითარებაში მომავალშიც საერთო ძალებით შევიტანთ წვლილს,”- სოფია ტულუპოვა, ECA-ს და MENAP-ის თანარეგიონალური მენეჯერი “სიმბიოტიკსში“.

ფინანსური რესურსის მოქმედების ვადის განმავლობაში, მოსალოდნელია, 200–ზე მეტი მცირე და საშუალო საწარმოს დაფინანსება და აღნიშნულ სუბიექტებში დასაქმებულ პირთა რაოდენობის ოთხჯერ გაზრდა.

თიბისი ლიზინგის შესახებ – თიბისი ლიზინგი თიბისი ჯგუფის წევრია. ის საქართველოში ყველაზე მსხვილ სალიზინგო კომპანიას წარმოადგენს, 17-წლიანი გამოცდილებითა და 70%-მდე საბაზრო წილით. კომპანია თნამშრომლობს წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან და ახორციელებს პროექტების დაფინანსებას თითქმის ყველა ბიზნეს სექტორში. კერძოდ, მედიცინა, ტრანსპორტი, სტუმარ-მასპინძლობის, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, განახლებადი ენერგია, მშენებლობა და სხვა, ასევე კომპანია ახორციელებს საცალო კლიენტების დაფინანსებას.

 

“სიმბიოტიკსის შესახებ - “სიმბიოტიკსი“ სოციალური ტრანსფორმაციის ინვესტირების ბაზარზე წვდომის მოწინავე პლატფორმაა, რომელიც  მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების და მცირე ან საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახების დაფინანსებას განვითარებად და გარდამავალ ეკონომიკებში. 2005 წლიდან, კომპანიამ 90 განვითარებად და გარდამავალ ბაზარზე 450 კომპანიასთან 4000-მდე საინვესტიციო შეთანხმება გააფორმა, რომლის ღირებულებამ 5.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. აღნიშნული ინვესტიციები დაფინანსებულ იქნა 25-ზე მეტი საფონდო მანდატის და 50-ზე მეტი მესამე მხარის სპეციალიზირებული საფონდო მენეჯერის მიერ, რაც მსგავსი გარიგებებისთვის მზარდ ბაზარს და ეკოსისტემასა ქმნის.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...