0 3 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ზოოსითი“ - შინაურ ცხოველებზე ზრუნვის სტანდარტი

„ზოოსითი“ ზოომაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელია საქრთველოში, რომლის კვალიფიციური ექიმები და კონსულტანტები დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან თქვენი ძაღლების, კატების, თუთიყუშების, თევზების თუ ზაზუნების კვების რაციონის, ჯანმრთელობის, ჰიგიენისა თუ მათთვის კომფორტული სივრცის მოწყობის შესახებ. ერთგული ფინანსური პარტნიორის - თიბისის მხარდაჭერით, ქსელი მაღაზიებთან ერთად, ვეტკლინიკასაც აერთიანებს.

„2003 წელს გავხსენით პირველი მაღზია, რომელიც მხოლოდ აკვარიუმისტიკით შემოიფარგლებოდა. 2005 წლიდან დავამატეთ სხვა შინაური ცხოველების საკვები და აქსესუარები. 2018 წლამდე ჩვენს ქსელს „ბუნება“ ერქვა. რებრენდინგის შემდეგ კი „ზოოსითი“ გავხდით. დღეს „ზოოსითი“ სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელსაც აქვს, ვეტერინალური კლინიკა, კინოლოგთა კლუბი და  34 ზოომაღაზია, აქედან 3 - ბათუმში, 1 - რუსთავში, დანარჩენი - თბილისში. Royal Canin ჩვენი წამყვანი ბრენდია, რომელის ექსკლუზიური შემომტანები ვართ საქართველოში 2005 წლიდან.

გარდა Royal Canin-ისა "ზოოსითი“ გთავაზობთ საუკეთესო ხარისხის საკვებს, აქსესუარებს, სამკურნალო პრეპარატებს, მოვლისა და ჰიგიენის საშუალებებს, ისეთი მსოფლიო ბრენდების, როგორებიცაა : Taste of The Wild, Gheda, Trixie, Bayer…

ჩვენ ვყიდით მხოლოდ ჩვენ მიერ ექსკლუზიურად შემოტანილ პროდუქციას, რაც საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ თითოეული ბრენდის  ფალსიფიცირების საშიშროება. პროდუქცია გათვლილია ყველანაირ სეგმენტზე: გვაქვს როგორც ეკონომ კლასის ნაწარმი, ასევე სუპერ პრემიუმ ხაზიც. ჩვენი მთავარი ნიშა კი ხარისხია. კომპანიის ხარისხში იგულისხმება არა მხოლოდ მზა პროდუქტი, არამედ თავად მაღზიის მოწყობა და პროფესიონალი გუნდიც.“ - „ზოოსითის“ კომერციული დირექტორი, ანა მედულაშვილი.

მთავარი კრიტერიუმი, რითაც „ზოოსითი“ თანამშრომლებს არჩევს, რა თქმა უნდა, ცხოველების სიყვარულია. გუნდში მოხვედრისთანავე, კონსულტანტები კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს და პრაქტიკას გადიან, რასაც ექსპერტები და „ზოოსითის“ უკვე გამოცდილი თანამშრომლები ხელმძღვანელობენ.

თიბისის ხელშეწყობით, „ზოოსითის“ აქამდე არსებული 5 მცირე კლინიკა, 2020 წლიდან ერთ დიდ სივრცეში გაერთიანდა და უახლესი ტექნოლიგიით აღიჭურვა. ულტრაბგერითი კვლევა, ციფრული რენტგენოგრაფია, სისხლის ლაბორატორიული კვლევა, დიაგნოსტიკა, თერაპია, ქირურგია, სტომატოლოგია, ვაქცინაცია, დიეტოლოგია, ჩიპირება, ზოოფსიქოლოგიის კონსულტაცია, გრუმინგი, კინოლოგიური კლუბი ის მიმართულებები და მომსახურებაა, რომელსაც „ზოოსითის“ ვეტერინარული კლინიკა და მისი პროფესიონალი გუნდი შინაურ ცხოველებს სთავაზობს.

თიბისის ხელშეწყობით, ბოლო ერთი წლის მანძილზე „ზოოსითიმ“  7 მაღაზიის გახსნა უკვე მოასწრო. ახალ წლამდე არსებულ ფილიალებს კიდევ 2 მაღაზიაც დაემატება.

როგორც კომერციული დირექტორი ამბობს, „ზოოსითი“ უკვე ზრუნავს იმისთვის, რომ მომავალში მომხმარებელს კიდევ უფრო განვითარებული და დახვეწილი ვეტკლინიკა შესთავაზოს, დიდი სამკურნალო სივრცითა და  ევროსტანდარტებთან მიახლოებული სერვისით, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდეს შინაური ცხოველის აყვანისა და მოვლის სურვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...