ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა...
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
|
ამერიკაში მცხოვრები ექიმი, პროფესორი, ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში, წერს:
“ოპოზიციის პატივცემულო ლიდერებო, ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს, ხალხი არის დაღლილი, მშიერი და ავად. კლინიკები გადატენილია. არ არსებობს გაყინულ ქუჩებში დიდხანს დგომის არავითარი ადამიანური რესურსი.
ნუ მისცემთ ე.წ. მთავრობას პანდემიის მართვის ფიასკოს თქვენზე გადმობრალების საშუალებას. პიკი რამდენიმე კვირაში ისედაც დადგება და ეს დაბრალდება ოპოზიციის უპასუხისმგებლობას. მთავრობამ უკვე დააყენა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კატასტროფის წინაშე და ერთადერთ გამოსავლად კომენდანტის საათის შემოღება დარჩა.
ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო პასუხისმგებლიანნი და მზრუნველნი. ვიმოქმედოთ ფრთხილად! შეიკრიბეთ და გააფორმეთ მემორანდუმი, რომ ეს “არჩევნები” იყო არალეგიტიმური, მიმართეთ მსოფლიო თანამეგობრობას და გამოაცხადეთ ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ახალი, მრავალპარტიული კონსენსუსით შექმნილი საარჩევნო კომისია.
ნუ დაუჯდებით სასაუბროდ გაკოტრებულ, ე.წ. მთავრობას! მათ უკვე დაკარგეს ხალხის სახელით საუბრის უფლება. ნუ მოუსმენთ ნურცერთ უცხოელ დიპლომატს, რომელიც ამ გაყალბებული არჩევნების აღიარებას და თქვენი პოზიციის დათმობას მოგთხოვენ. თქვენ პასუხისმგებლები ხართ საკუთარი ამომრჩევლების, საკუთარი სამშობლოსა და სინდისის წინაშე და არა რომელიმე პოლიტიკოსის ან უცხოეთის რომელიმე ქვეყნის. გაუფრთხილდით თქვენს თანამემამულეებს. უაზროდ ნუ გაიმეტებთ მათ ჯანმრთელობას.
თქვენ გაქვთ უნიკალური შანსი, რომ სამუდამოდ, ღირსეულად შეხვიდეთ თქვენი ქვეყნის ისტორიაში. ნუ დათმობთ ამას რაიმე მერკანტილურ საფასურად. გვიგულეთ თქვენს გვერდით. მოთმინებით, სიმშვიდითა და გონიერებით ჩვენ გავიმარჯვებთ.
არავითარი ძალადობა!
მშვიდობიანი პროტესტი. ბოიკოტი!
ბოიკოტი შტრაიხბრეკერების გარეშე.
ამ შედეგების აღიარება და პარლამენტში წინასწარ დაანონსებული ციფრებით შესვლა ნიშნავს საქართველოსათვის მომავლის წართმევას.
არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ უნდა აღიაროს ეს შეთითხნილი შედეგები.
ყოველგვარი ძალადობის და დაპირისპირების გარეშე!
ამის რესურსი არა აქვს ქვეყანას. მხოლოდ ბოიკოტი და შედეგების არაღიარება.
“ოცნებას” ჰქონდა შანსი, რომ არჩევნები ჩაეტარებინა თავისი საარჩევნო კომისიით. მეორეჯერ ამის უფლება აღარ უნდა მიეცეს. ნებისმიერი ოპოზიციური პარტია, რომელიც “გატეხავს” ბოიკოტს, ავტომატურად გამოცხადდება გაყალბების თანამონაწილედ, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.
ჩვენ ეს უნდა შევძლოთ!
დავიბრუნოთ მიტაცებული სახელმწიფო და მომავალი!”
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
ტიტუშკების ქალაქში თარეში და პროტესტის მონაწილეებთან მათი "მიქსევა", რეჟიმის ხელწერად რომ იქცა, ყველამ ვიცით.უნდა გვახსოვდეს, მათ მიერ ჩადენილი ძალადობის ფორმალური გამოძიებაც კი არ ხდება.3 დღის წინ, "...
დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს აკადემიის ტაქტიკური მ...
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. "ცენზურის მანქანა ჩაირთო... ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა დაგვიცხრილეს და დაგვისეტყვეს ი...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
დეკემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები