1 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა განახლებული, რიგით მეოთხე მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

თიბისი კაპიტალმა მეოთხედ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციას ეკონომიკასა და  ბიზნესსექტორებზე COVID-19-ის გავლენის შესაფასებლად. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და  მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო 2020-2022 წლების მოლოდინები ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებით.  

თიბისი კაპიტალის სცენარის მიხედვით, 2021 წელს ეკონომიკის კრიზისამდელ მაჩვენებელთან დაბრუნებაა მოსალოდნელი. ეროვნული ბანკი გააგრძელებს სავალუტო ინტერვენციებს, ვინაიდან სავალუტო შემოდინებების დანაკლისი მთავრობის მიერ მოზიდული სახსრებით საკმარისად კომპენსირდება და არსებული ინტერვენციების შემდეგ, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები არათუ მცირდება, არამედ იზრდება კიდეც. სავალუტო ინტერვენციები ასევე აუცილებელია ინფლაციის მიზნობრივ დონემდე შემცირებისათვის.  

კვლევის მიხედვით, საქართველოში ტურიზმის სექტორის აღდგენა მომავალი წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება. კრიზისამდელ მაჩვენებელს კი სექტორი 2022 წლიდან დაუბრუნდება.

2020 წლის პირველ 8 თვეში, ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი ფართის ბინები გაიყიდა. აღნიშნულ პერიოდში დედაქალაქში სულ 16 000 ბინა გაიყიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 8 000 ბინით, ანუ 34%-ით ნაკლებია. ძველი ბინების ფასები დოლარში კლებას აგრძელებს, ახალი ბინების ფასი კი აგვისტოში გაიზარდა, რაც ამ სეგმენტში მოთხოვნის დაბრუნებას უკავშირდება.

კომერციული უძრავი ქონების სექტორში გამოკითხულ კომპანიებს შორის, სავაჭრო მოლებში შემოსავლების მეტი კლება ფიქსირდება, ვიდრე საცალო სავაჭრო ობიექტებზე გაქირავებულ ფართებში. წლის განმავლობაში, სექტორში დოლარში საიჯარო შემოსავლის 20-25%-ით კლებაა მოსალოდნელი.

მშენებლობის სექტორში 2020 წლის მეორე კვარტალში დიდი კლება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის ბრუნვაში დაფიქსირდა, ინფრასტრუქტურის მშენებლობამ კი მეტი მდგრადობა შეინარჩუნა. წლის მანძილზე სამშენებლო სექტორის ჯამური ბრუნვის წ/წ 15%-ით შემცირებაა მოსალოდნელი.

ორგანიზებული ბაზრის წილის ზრდის ფონზე მოსალოდნელია, რომ FMCG სექტორმა 2020 წელს 2019 წლის დონე შეინარჩუნოს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ თებერვალ-მარტის პერიოდთან შედარებით, ხელფასის მიმღებთა პროცენტულად ყველაზე მკვეთრი შემცირება გართობის, პროფესიული მომსახურებისა და HORECA სექტორებში შეინიშნება, თუმცა რაოდენობრივად ყველაზე მეტად ვაჭრობის სექტორია შემცირებული.

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა წლიურად 2%-ით, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 5%-ით შემცირდა. კლება მეტწილად დაბალანაზღაურებადი სეგმენტის (

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...