2 1 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გალტ & თაგარტმა საქართველოს ეკონომიკური მოდელის განახლების საჭიროებაზე პრეზენტაცია გამოაქვეყნა

 

24 ივნისი 2020  - გალტ & თაგარტმა საქართველოს ეკონომიკური მოდელის განახლების საჭიროებაზე პრეზენტაცია გამოაქვეყნა, რაც გლობალურად მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით შემუშავდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემიამ წინა პლანზე წამოწია ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობა და მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიცირების აუცილებლობა. ანალიტიკოსების მოსაზრებით, ეს პანდემია მნიშვნელოვნად შეცვლის მომავალი ათწლეულის მსოფლიო ეკონომიკურ მოდელს - ეკონომიკები უფრო ავტონომიურები გახდებიან, ფოკუსირება მოხდება მიწოდების ჯაჭვების რეგიონალურ კონცეტრაციასა და რეგიონული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გალტ & თაგარტის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის ახალი მოდელი წარმოების პოტენციალის ამაღლებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ამ კუთხით, როგორც ადგილობრივი კომპანიების სტიმულირება, ისე უცხოური ინვესტიციების მოზიდვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. 

გალტ & თაგარტის პრეზენტაციის მიხედვით, საქართველოში ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი მომსახურების სექტორი იყო, სადაც ტურიზმი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და თავის მხრივ სტიმულს აძლევდა ვაჭრობის, მშენებლობის და მომსახურების სხვა დარგების განვითარებას. 2000-2019 წლებში მომსახურების დარგების წილი ეკონომიკაში გაიზარდა 60%-დან 78%-მდე. თუმცა, წარმოების დაბალი ბაზის პირობებში გამომუშავებული შემოსავლების ძირითადი ნაწილი იმპორტს ხმარდება. გალტ & თაგარტის შეფასებით, 2019 წელს ტურისტების მიერ დახარჯული 3.3 მლრდ აშშ დოლარიდან ქვეყნის შიგნით მხოლოდ 1.3 მლრდ აშშ დოლარი დარჩა. 

გალტ & თაგარტის პრეზენტაციაში დეტალურად არის გაანალიზებული წარმოების განვითარების პოტენციალი სოფლის მეურნეობასა და სამშენებლო მასალების მიმართულებით. ამასთან, ინვესტიციების მოსაზიდად ქვეყანა განახლებულ სტრატეგიას საჭიროებს. უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალი იკვეთება შემდეგ სექტორებში: ტექსტილის, ტანსაცმლისა და ტყავის წარმოება, ავტომობილების/ავტონაწილების წარმოება, მედიკამენტები და სხვა ქიმიური წარმოება, ელექტრონული პროდუქტების წარმოება, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი. ამასთან, სამუშაო ძალის კვალიფიკაცია და ინფრასტრუქტურის ნაკლოვანებები ინვესტიციების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია სასამართლო სისტემასთან ერთად. 

„კოვიდ-19-ის პანდემია მნიშვნელოვან ძვრებს იწვევს მსოფლიო ეკონომიკაში და გადალაგების პროცესი მომავალი ათწლეული გაგრძელდება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გლობალურად მიმდინარე ტენდენციებთან ადაპტირდეს და მოახდინოს უპირატესობების რეალიზება წარმოების განვითარების კუთხით და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით“, - განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ. 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.gtresearch.ge

R

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:49

    ისწავლე ხელოვნური ინტელექტი თიბისი ტექსკოლაში...

    ოთხი წარმატებული სეზონის და 2500-ზე მეტი კურსდამთავრებულის შემდეგ, თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღება განახლდა. ტექსკოლაში 2025 წლის მთავარი სიახლე, ახალი კურსი - შესავალი ხელოვნურ ინტელექტში. ...

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...