2 1 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

დიდი სპორტი ბრუნდება - მთავარი თამაშები და აქციები, რომლებიც არ უნდა გამოგვრჩეს

  • გერმანიის შემდეგ, ფეხბურთი ესპანეთსა და იტალიაშიც ბრუნდება
  • მომავალ კვირაში რესტარტი ინგლისის პრემიერლიგაშიც შედგება
  • „ევროპაბეთი“ სპორტის სეზონის განახლებას აქციებით ხვდება

 

კორონავირუსის მასშტაბური გავრცელება მთელი მსოფლიოს მასშტაბით მარტში დაიწყო და მაშინ ყველა სპორტული ღონისძიება გადაიდო, ან გაუქმდა. მარტიდან მაისამდე ყველა ტოპ-ტურნირი გაჩერებული იყო. პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი პირველმა გერმანიამ განაახლა. რესტარტის შემდეგ ბუნდესლიგაში უკვე 5 ტური ჩატარდა. 

გერმანიის შემდეგ ფეხბურთი ესპანეთსა და იტალიაში ბრუნდება. ლა ლიგის რესტარტი სევილიური დერბით შედგება, „ბარსელონა“ და „რეალი“ კი თავიანთ მატჩებს შაბათ-კვირას გამართავენ. იტალიის სერია A 20 ივნისიდან განახლდება, მანამდე კი იტალიის თასის გათამაშება უნდა დასრულდეს. დღეს და ხვალ ნახევარფინალის საპასუხო მატჩებია დაგეგმილი - „იუვენტუსი“ V „მილანი“ (პირველი მატჩი 1:1) და „ნაპოლი“ V „ინტერი“ (პირველი მატჩი 1:0 „ნაპოლის“ სასარგებლოდ). იტალიის თასის ფინალი 17 ივნისს გაიმართება და სერია A ამის შემდეგ დაიწყება. 

რესტარტს 17 ივნისს აიღებს ინგლისის პრემიერლიგაც, სადაც სეზონის განახლების პირველსავე დღეს ტოპ-მატჩია „მანჩესტერ სიტისა“ და ლონდონის „არსენალს“ შორის. 19 ივნისს „ტოტენჰემი“-„მანჩესტერ იუნაიტედია“ დაგეგმილი, „ლივერპულს“ კი 21-ში „ევერტონთან“ დერბი ელის. 

წამყვან ევროპულ ლიგებში ტურები ერთმანეთის მიყოლებით ინიშნება, ჩემპიონატების განახლებას განახლებული აქციებით ხვდება „ევროპაბეთიც“. უკვე 12 ივნისიდან ტოპ ლიგების მატჩებზე დადებულ ყოველ ბილეთზე მოთამაშეები ფსონის 25%-ს მომენტალურად დაიბრუნებენ. 

კიდევ ერთი აქცია, რომელიც მოთამაშეთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ტოპ ლიგების ქეშბექია. აქციის ფარგლებში მოთამაშეებს ფსონის 300%-ის მიღება რეალური ფულის სახით იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ბილეთს მხოლოდ ერთი პოზიცია გაუფუჭებთ. 

საქართველოში ფეხბურთი 25 ივნისიდან ბრუნდება. ქვეყნის ჩემპიონატის რესტარტის პირველსავე დღეს ეროვნული ლიგის მთავარი ფავორიტები, დინამო თბილისი (საბურთალოს წინააღმდეგ) და დინამო ბათუმი (თელავთან) ითამაშებენ. 

ჩემპიონთა ლიგის საკითხი ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ გავრცელებული ცნობებით, მერვედფინალის დარჩენილი მატჩები 8-9 აგვისტოს უნდა ჩატარდეს, მეოთხედფინალიდან კი ერთმატჩიან პლეი ოფს ვნახავთ - როგორც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზეა ხოლმე. თანაც, თამაშები ერთ ქალაქში გაიმართება და ტურნირიც იქვე, 10 დღეში დასრულდება. უეფამ ჩემპიონთა ლიგის სეზონის რესტარტისა და ფორმატის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება 17-18 ივნისს უნდა მიიღოს. ეს ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მოხდება. 

იძულებითი პაუზა მალე დასრულდება NBA-შიც - ოღონდ სეზონის ფორმატი იცვლება. კორონავირუსის პანდემიის გამო, NBA-ს სეზონი 13 მარტს შეწყდა. 4 ივნისს ლიგის დირექტორთა საბჭომ სეზონის განახლების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ჩემპიონატის დარჩენილი ნაწილი, 22 გუნდის მონაწილეობით, ერთ ლოკაციაზე, ორლანდოს Disney World-ში (ფლორიდის შტატი, აშშ) ჩატარდება. 

რაც შეეხება სხვა სახეობებს: ფორმულა 1-ის დაგვიანებული სეზონის დაწყება ივლისში იგეგმება. ტურ დე ფრანსის ორგანიზატორებსაც იმედი აქვთ, რომ ზაფხულში მოახერხებენ დაბრუნებას. ჩოგბურთში გარკვეული მატჩები უკვე მიმდინარეობს. უიმბლდონის ღია პირველობა გაუქმებულია, აშშ-ის ღია პირველობის ჩატარება კი იგეგმება (31 აგვისტო, 13 სექტემბერი).

R

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:49

    ისწავლე ხელოვნური ინტელექტი თიბისი ტექსკოლაში...

    ოთხი წარმატებული სეზონის და 2500-ზე მეტი კურსდამთავრებულის შემდეგ, თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღება განახლდა. ტექსკოლაში 2025 წლის მთავარი სიახლე, ახალი კურსი - შესავალი ხელოვნურ ინტელექტში. ...

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...