0 7 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში ამერიკული „ვენდის“ იმპორტის ქართული პროდუქტებით ჩანაცვლებამ „ვენდის“ რესტორნებს მეტი ერთგული მომხმარებელი შესძინა. „მარშესთან“, „თოლიასთან“, „სმარტთან“ და „ბადაგთან“ თანამშრომლობით ყოველდღიურად ახალი პურით, ხორცით და სხვა ადგილობრივი წარმოების პროდუტებით შექმნილი „ქართული გემო“ “ვენდის“ მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა.  

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვისოლ ჯგუფმა“ 2015 წლის დეკემბერს გააჟღერა და ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ და „დანკინმა“ იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით მალევე ჩაანაცვლა. შესაბამისად,  ამერიკული რესტორნები საქართველოში ერთგულ მომხმარებელს ახლა უკვე ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით დამზადებულ უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.

"ვენდის" გენერალური დირექტორის გიორგი მშვილდაძის განცხადებით, ""ვენდისა" და "დანკინის" რესტორნებში იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივით ჩანაცვლება საქართველოში წარმოებული პროდუქტით არ ყოფილა მარტივი და მოკლევადიანი პროცესი. დასაწყის ეტაპზე ამერიკელ ექსპერტებთან ერთად დავიწყეთ მუშაობა ადგილობრივ მეწარმეებთან და საბოლოო ჯამში, სამ წლიანი მუშაობის შედეგად, მოვახდინეთ რამდენიმე საწარმოს სერტიფიცირება. შესაბამისად, შევიძინეთ არა მხოლოდ მაღალკვალიფიციური ბიზნეს პარტნიორები მაღალტექნოლოგიური საწარმებით „მარშეს“, „სმარტის“ და „თოლიას“ სახით, არამედ უფრო მეტად კმაყოფილი ერთგული მომხმარებელი, რომლისთვისაც „ვენდისში“ ადგილობრივი მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით მიღებული „ქართული გემო“ უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივით და ეროვნული წარმოების ხელშეწყობით „ვისოლ ჯგუფს“ საკუთარი წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკის განვითარებაშიც“.

„მარშე“ 2012 წლიდან თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ხარისხის პროდუქტებს აწარმოებს, რადგან კომპანიისთვის ხარისხი ნომერ პირველი პრიორიტეტია.  „მარშეს“ ნებისმიერი ნედლეული თუ მზა პროდუქტი სტანდარტების შესაბამის ლაბორატორიულ შემოწმებას წარმოების ყველა ეტაპზე გადის. კომპანიის მიზანია, ინოვაცური და პროფესიონალური მიდგომებით აწარმოოს საუკეთესო ხარისხითა და გემოვნებით გამორჩეული პროდუქტები. 

„თოლია“ 1997 წლიდან უზიარებს ბედნიერებას მთელ საქართველოს, რადგან კომპანიის  თქმით ნაყინი არის ბედნიერება, რომელსაც თუ არ ეძიებ, ის თავად გიპოვის და ცხოვრებას გაგილამაზებს.

საქართველოში “ვენდის" ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება 2013 წელს დაიწყო. და დღესდღეობით „ვენდის“ 13 რესტორანია ყველასათვის საყვარელი თავშეყრის ადგილი მთელი საქართვეოს მასშტაბით, სადაც შესვლის პირველივე ნაბიჯიდან გრძნობენ, რომ „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:49

    ისწავლე ხელოვნური ინტელექტი თიბისი ტექსკოლაში...

    ოთხი წარმატებული სეზონის და 2500-ზე მეტი კურსდამთავრებულის შემდეგ, თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღება განახლდა. ტექსკოლაში 2025 წლის მთავარი სიახლე, ახალი კურსი - შესავალი ხელოვნურ ინტელექტში. ...

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...