0 7 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გაიგეთ რომელია მსოფლიოს ტოპ 10 წამყვანი ბრენდი

წამყვანი ბრენდების საკონსულტაციო და შემფასებელმა კომპანიამ, Brand Finance -მა,  ყოველწლიური, განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.  პირველად ისტორიაში HUAWEI  მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდების ათეულშია. Brand finance-მა HUAWEI,   როგორც 65.1 მილიარდ დოლარიანი კომპანია, მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებულ და საუკეთესო  ბრენდებს შორის დაასახელა. 

 „5G  მიმართულება, ეს არის კიდევ ერთი ახალი შესაძლებლობა სატელეკომუნიკაციო ბიზნესისთვის, ამავდროულად, ეს  არის მაღალი კონკურენციის შემცველი სფერო. ამის მიუხედავად კომპანია HUAWEI აგრძელებს ახალი ბაზრების ათვისებას და მისი გავლენის სფეროს გაფართოებას, იქაც კი, სადაც მანამდე ყველაზე გავლენიანი მოთამაშეები დასავლეთიდან იყვნენ.  . დიდი დაპირისპირების მიუხედავად, ჩინური გიგანტი აშკარად წინ მიიწევს და ამ წუთისთვის, ბრენდის ღირებულება 65.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, აღსანიშნავია, რომ პირველად არსებობის ისტორიაში,  ის მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდს შორის მოხვდა, “ - აღნიშნულია Brand Finance-ის ანგარიშში. 

შეგახსენებთ, რომ HUAWEI სამომავლო მიღწევების პროგნოზირებისას, წინასწარ მოელოდა, რომ 2019 წლისთვის სმარტფონების გაყიდვები   240 მილიონს მიაღწევდა და გაიმყარებდა  პოზიციას, როგორც მსოფლიოს მეორე უდიდესი სმარტფონის მწარმოებელი კომპანია. HUAWEI-მ ნამდვილად მიაღწია შედეგს და მის მიერ რეალიზებული Mate და P სერიის სმარტფოების საერთო რაოდენობამ 44 მილიონს გადააჭარბა.   კომპანიის ტექნოლოგიურმა მიღწევებმა კრიტიკულ და პოპულარულ მოღვაწეობებშიც გაიმარჯვა და HUAWEI-ს 5G სმარტფონების გაყიდვებმა,  2019 წლისთვის ა 6,9 მილიარდ ერთეულს მიაღწია. 

Brand Finance-ის მონაცემებით ტოპ 500 კომპანიიდან45,4 პროცენტი 205 ამერიკულ კომპანიააზე მოდის, რომელთა საერთო ღირებულებაც  3204 მილიარდი აშშ დოლარია.  მას მიჰყვება ჩინეთი -  70 კომპანიით, (18.9%) , რომელთა, როგორც ბრენდის,  ჯამური  ღირებულება 1334 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 

ტექნოლოგიების სექტორი კვლავ ყველას ყურადღების ცენტრშია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სფერო.. სწორედ ამიტომ არის, რომ 500 ყველაზე ღირებულ ბრენდს შორის 46 ანუ 14 პროცენტი სწორედ  ტექნიკური სექტორიდანაა, რომელთა საერთო ღირებულება - 986,5 მილიარდი აშშ დოლარია. 

„ჩვენი მომავალი 10 წლის სამოქმედო გეგმა ემყარება  სტრატეგიას - შევქმნათ ყველა სიტუაციაზე მორგებული პროდუქტი. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა  შევქმნათ მომხმარებელზე ორიენტირებული ეკოსისტემა, სადაც ყველა სმარტ მოწყობილობა უფრო მარტივად და სწრაფად უკავშირდება ჩვენს სმარტფონებს, რაც საბოლოო ჯამში ზოგავ ჩვენს ენერგიას, დროს და ფინანსებს რამდენიმე სამუშაოს უწყვეტ რეჟიმში შესრულებისას“ - განაცხადა, კომპანია HUAWEI-ს მომხმარებელთა ბიზნეს ჯგუფის ხელმძღვანელმა, რიჩარდ იუმ.  

მნიშვნელოვანია, რომ კომპანია Brand Finance-ის  სათაო ოფისი დიდ ბრიტანეთში მდებარეობს და ყოველწლიურ პრესტიჟულ რეიტინგში მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სექტორიდან 500 უდიდეს ბრენდს აფასებს. 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში კი,   HUAWEI  მესამე ჩინური კომპანიაა, რომლის ბრენდის ღირებულებაც 65,084 მილიარდი აშშ დოლარია, რაც წინა წელთან შედარებით 4,5 პროცენტით მეტია. 

HUAWEI -ის მობილური სერვისების ეკოსისტემა სწრაფად განვითარდა და პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. კომპანიამ უკვე  მოიზიდა 1.07 მილიონზე მეტი რეგისტრირებული დეველოპერი მთელი მსოფლიოდან. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:49

    ისწავლე ხელოვნური ინტელექტი თიბისი ტექსკოლაში...

    ოთხი წარმატებული სეზონის და 2500-ზე მეტი კურსდამთავრებულის შემდეგ, თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღება განახლდა. ტექსკოლაში 2025 წლის მთავარი სიახლე, ახალი კურსი - შესავალი ხელოვნურ ინტელექტში. ...

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...