0 7 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) 100 მილიონი ლარის მოცულობის 5 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

6 თებერვალი, 2020-  საქართველოს ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა, 100 მილიონი ლარის მოცულობის 5 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ფინანსური რესურსი მცირე და საშუალო საწარმოთა დაფინანსებას მოხმარდება. ინვესტიცია განხორციელებულია პროგრამის - „შესაძლებლობები მეწარმე ქალთათვის“ ფარგლებში, რომელიც არის IFC-ისა და Goldman Sachs Foundation-ის გლობალური ინიციატივა ქალ მეწარმეთა მხარდასაჭერად. პროგრამის ფარგლებში, სესხის 25% მეწარმე ქალთა საჭიროებისთვის არის განკუთვნილი. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) ფინანსურ რესურსს ლარში დენომინირებული ევროობლიგაციების კერძო განთავსების მეშვეობით მოიზიდავს. ტრანზაქციას საქართველოს ბანკის ჯგუფის შვილობილი კომპანია Galt & Taggart-ი განახორციელებს. 

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი IFC-თან ერთად კვლავ აგრძელებს ადგილობრივ ვალუტაში მნიშვნელოვანი ტრანზაქციების განხორციელებას. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტს ლარში დენომინირებული ფინანსური რესურსი შევთავაზოთ. ასევე,  ხელი შევუწყოთ  მეწარმე ქალებისთვის ახალი ფინანსური შესაძლებლობების გაჩენას. ეს არის ჩვენი და IFC -ის რიგით მეორე წარმატებული ტრანზაქცია ადგილობრივ ვალუტაში „შესაძლებლობები მეწარმე ქალთათვის“ პროგრამის ფარგლებში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს იმისათვის რომ საქართველოს ბანკის მეშვეობით მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ადგილობრივ ვალუტაში დაკრედიტების საიმედო მხარდამჭერები არიან. ქართული ეკონომიკის დედოლარიზაციის ფონზე, IFC-თან წარმატებით შემდგარი ტრანზაქცია საქართველოს ბანკის, როგორც საქართველოს ბაზარზე ეროვნულ ვალუტაში წამყვანი კრედიტორის პოზიციას, კიდევ უფრო განამტკიცებს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, სულხან გვალიამ. 

IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენმა განაცხადა: „ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს ბანკთან ხელს შეუწყობს საქართველოში კერძო სექტორის განვითრებისთვის ერთ-ერთი მთავარი სირთულის - ადგილობრივ ვალუტაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხის გადაწყვეტას. პროექტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ეკონომიკის მთავარი ხერხემლის - მცირე ბიზნესის მხარდაჭერის გზაზე.“ 

„ქალ მეწარმეებს დიდი პოტენციალი აქვთ და შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ განვითარებადი ბაზრების ეკონომიკურ ზრდაზე. სწორედ ამიტომ ვუწყობთ ხელს ქალებისთვის განათლებაზე და დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას,” განაცხადა Goldman Sachs-ის „10,000 ქალი“ ინიციატივის დირექტორმა შარლოტა კინანმა. „მოხარული ვართ, გავაგრძელოთ საქართველოს ბანკის მხარდაჭერა, რამდენადაც იგი აფართოებს ქალთა მფლობელობაში მყოფი ბიზნესის დაკრედიტებას და ხელს უწყობს საქართველოში 2.1 მილიარდი დოლარის ფინანსური დეფიციტის შემცირებას.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:49

    ისწავლე ხელოვნური ინტელექტი თიბისი ტექსკოლაში...

    ოთხი წარმატებული სეზონის და 2500-ზე მეტი კურსდამთავრებულის შემდეგ, თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღება განახლდა. ტექსკოლაში 2025 წლის მთავარი სიახლე, ახალი კურსი - შესავალი ხელოვნურ ინტელექტში. ...

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...