0 2 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ის დღე, როდესაც მითხრეს, რომ სასუნთქი აპარატების დეფიციტი გვქონდა, ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი დღე იყო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ცხოვრების ყველაზე საშინელი დღე დაახლოებით ერთი თვის წინ იყო, როდესაც მას განუცხადეს, რომ ქვეყანაში, სავარაუდოდ, სასუნთქი აპარატების დეფიციტი იყო. 

„ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი დღე დაახლოებით ერთი თვის წინ იყო, როდესაც ხანგრძლივი შეხვედრების შემდეგ ჩემი გუნდის წევრებმა მითხრეს, რომ 130 000 სასუნთქი აპარატი გვესაჭიროებოდა, მაგრამ ამის დეფიციტი გვქონდა“, - თქვა ტრამპმა.

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე მან ამაში შტატების გუბერნატორები და ბარაკ ობამას ადმინისტრაცია დაადანაშაულა. 

„ეს არის სისტემა, რომელიც მემკვიდრეობით მივიღეთ. შეხედეთ შტატებს, შტატები მზად არ იყვნენ“, - დასძინა მან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები