1 8 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მთავრობამ ოჯახის სიწმინდის დღე, 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოაცხადა

მთავრობამ "ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის" დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადა. 15 მაისის დადგენილებას ხელს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. 

ადმინისტრაციულ ორგანოს თავად შეეძლება დაუშვას გამონაკლისი და განსაზღვროს იმ სამსახურებისა და თანამშრომლების ჩამონათვალი, რომლებზეც ეს დადგენილება არ გავრცელდება.

ეს დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე, "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები