1 8 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იტალიაში საქართველოს საელჩო ნეაპოლში დაკარგულ ქართველ გოგოზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო იტალიაში ნეაპოლში დაკარგულ ქართველ გოგოზე, სალომე ტეტუნაშვილზე განცხადებას ავრცელებს. საელჩო წერს, რომ სამძებრო სამუშაოები გრძელდება და საკონსულოს მოთხოვნის საფუძველზე, საქმეში 2 დღეა ჩაერთნენ იტალიის ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები.

მათივე ცნობით, საკონსულო დაკარგულის ოჯახთან მუდმივ კავშირზეა.

"იტალიის ქ. ნეაპოლში, საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე გრძელდება სამძებრო სამუშაოები და საკონსულოს მოთხოვნის საფუძველზე, საქმეში უკვე ორი დღეა აქტიურად არიან ჩართულნი იტალიის ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები.

ინტენსიურად ხდება ინფორმაციის გაცვლა საქართველოს საკონსულო სამსახურთან. გარდა ამისა, საკონსულო მუდმივ კავშირზეა დაკარგულის ოჯახთან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე, საკონსულოს აცნობა დაკარგულის ოჯახის წევრმა და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს დახმარების თხოვნით ოფიციალურად მიმართა დაკარგული მოქალაქის ოჯახმა, რის შემდეგაც ქ. რომში საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა ადგილობრივ სამართალდამცავებს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები